წლების გასვლასთან ერთად საზოგადოების ღირებულებები იცვლება. თუ ათწლეულების წინ სამსახურში სექსუალური შევიწროება ხუმრობის თემა იყო, ახლა ადამიანები ამის გამო კარიერას ემშვიდობებიან. თუ ადრე გვეღიმებოდა იმაზე, რომ ბებია მხოლოდ იმიტომ გაჰყვა ბაბუას ცოლად, რომ ამ უკანასკნელმა წლების განმავლობაში მოსვენება არ მისცა, თანამედროვე სამყაროში მსგავსი სიყვარულის ისტორია გულისამაჩუყებლად აღარ ითვლება. თუმცა ჯერაც ბევრი რამ არის შესაცვლელი. ქვემოთ ათ ასეთ მაგალითს წარმოგიდგენთ.

1. ღამის თენების რომანტიზება

ფოტო: Photo by Karolina Kolacz on Unsplash

ღამის თენება სატრაბახო არაა. ამასთან ერთად, იმათი შერცხვენაც უნდა დასრულდეს, ვისაც დიდხანს ძილი სჭირდება იმისთვის, რომ თავი გამოძინებულად იგრძნოს.

2. შვებულების დროს მუშაობა

ფოტო: Photo by Annie Spratt on Unsplash

შვებულებას ვიღებთ საქმისგან და არა — საქმისთვის. არაფერია იმაზე სევდიანი, ვიდრე ცხრილების შევსება სასტუმროს ოთახში, როცა შენობის გარეთ უამრავი საინტერესო რამ გელის.

3. სამსახურში მისვლა, როცა ავად ხარ

ფოტო: Photo by Edgar Soto on Unsplash

კიდევ კარგი, კორონავირუსის პანდემიამ ეს მაინც შეცვალა: სიცხის დროს სამსახურში მისვლა და სხვა თანამშრომლების საფრთხეში ჩაგდება სამსახურის ერთგულება სულაც არაა და შექებით არ უნდა ჯილდოვდებოდეს.

4. მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან უხეშად მოპყრობა

ფოტო: Photo by Proriat Hospitality on Unsplash

ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ მოსწონს, როცა მასთან პაემანზე მყოფი გოგო მიმტანს "ესწერვება". უხეშობა მიმტანებთან, მოლარეებთან, მუშებთან, ტაქსის მძღოლებთან უღირსი საქციელია და ამაზე მეტს უნდა ვსაუბრობდეთ.

5. უცნობი ადამიანებისთვის სურათების გადაღება და სოციალურ მედიაში "გამოჭენება"

ფოტო: Unsplash

არავის სიამოვნებს, როცა უნებართვოდ უღებენ ფოტოს, საჯაროდ განთავსება კი ამ საქციელს კიდევ უფრო ტოქსიკურს ხდის.

6. დიდი ხნის უნახავ ნაცნობთან შეხვედრისას გარეგნობაზე კომენტარის გაკეთება

ფოტო: British Council

"ცოტა მობერებულხარ", "წონაში მოიმატე, ჰო" — ამ ტიპის კომენტარები არავის სიამოვნებს და დროა, შევწყვიტოთ.

7. დამაზიანებელი მოსაზრების პატივისცემა მხოლოდ იმიტომ, რომ "რელიგიის ნაწილია"

ფოტო: Photo by daniel james on Unsplash

აუცილებელი არაა, პატივი ვცე შენს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალები კაცებზე ნაკლებ უფლებას იმსახურებენ ან ლგბტ ადამიანები უნდა "გამოსწორდნენ", მხოლოდ იმიტომ, რომ შენი რელიგია ასე ამბობს.

8. ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარების (საჭმლის კეთებას, ტანსაცმლის გარეცხვას, დასუფთავებას) დაყოფა სქესის მიხედვით

ფოტო: Photo by Annie Spratt on Unsplash

თითქოს შეთანხმებულები ვართ, რომ სახლის საქმეები ქალებმა და კაცებმა უნდა გადაინაწილონ, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება ხოლმე, რატომღაც იგულისხმება, რომ ქალებმა უნდა დარეცხონ ჭურჭელი და სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, რომ კაცმა სარეცხი მანქანის გამოყენება არ იცოდეს.

9. იდეა, რომ შეგიძლია ადამიანებს ცუდად მოექცე, თუ ძალიან ჭკვიანი ხარ

ფოტო: FOX

ტელევიზიაში ამის უამრავი მაგალითი გვაქვს: შელდონ კუპერი, რიკ სანჩეზი, ექიმი ჰაუსი, ბოჯეკ ჰორსმენი და მრავალი სხვა. იმის მიუხედავად რამდენად ჭკვიანი ხარ, მაინც მოგეთხოვება, სხვა ადამიანებს პატივი სცე.

10. მამების შექება იმ საქმეებისთვის, რაც ისედაც მათი მოვალეობაა

ფოტო: Aden

წლის მამის ტიტული არ უნდა ენიჭებოდეთ მამებს, რომლებიც ბავშვებს საფენს უცვლიან და შაბათ-კვირას ასეირნებენ.