პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთ დროს ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენის რწმენა აერთიანებთ.

"ამ მძიმე წუთებში, ჩვენ, ყველას გვაერთიანებს რწმენა სიცოცხლის გადარჩენისა. მაშველები ამ დრომდე თავგანწირვით იბრძვიან და აგრძელებენ სამაშველო სამუშაოებს. ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე", — წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ნაპოვნია 4 ცხედარი — 1 ბავშვი, 1 ასაკოვანი ქალი და ორი კაცი.

ამ დრომდე უცნობია ნგრევის მიზეზი. შს მინისტრის თქმით, შესაძლოა, ეს ქვედა სართულზე მიმდინარე სამუშაოები იყოს, რომელსაც მესაკუთრეები აკეთებდნენ. თუმცა გომელაური დაძენს, რომ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.