თბილისის მერი, კახა კალაძე ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მძიმე წუთები უდგას.

"მძიმე წუთები უდგას საქართველოს. ყველა შეგვძრა ბათუმში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ. ჩვენმა გმირმა მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ვლოცულობთ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, რომელთა შორის ბავშვებიც არიან", — წერს კალაძე ფეისბუქგვერდზე.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები 12 საათზე მეტია ცდილობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. ამ დროისთვის გამოყვანილია ორი ადამიანი, ორივე მათგანი ცოცხალია. ცნობილია, რომ ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, კაცის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას On.ge ამ წუთებშიც ცდილობს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამ დრომდე უცნობია ნგრევის მიზეზი. შს მინისტრის თქმით, შესაძლოა, ეს ქვედა სართულზე მიმდინარე სამუშაოები იყოს, რომელსაც მესაკუთრეები აკეთებდნენ. თუმცა გომელაური დაძენს, რომ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.