ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით, 2021 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა გაიმართება. ღონისძიების სპონსორები არიან: IE University, Mt. San Antonio College, CBS International Business School და EU Business School. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის, უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

გამოფენაზე ასევე გაიმართება ოქროს სპონსორების სემინარები, რომლებზე დასწრებაც საშუალებას მოგცემთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ მათ შესახებ.

სემინარების განრიგი:

  • Mt. San Antonio College - 13:00 საათზე;
  • IE University - 14:00 საათზე.

რეგისტრაცია და მონაწილეობის მიღება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

ლაზარსკის უნივერსიტეტი გახლავთ კერძო პოლონური უნივერსიტეტი, რომელიც 1993 წელს პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში, პოლონელმა პედაგოგმა — რიჟარდ ლაზარსკიმ დააარსა. უნივერსიტეტი პირველია პოლონეთში, რომელმაც საბაკალავრო ეკონომიკური პროგრამის სწავლების ლიცენზია 1993 წელს მიიღო. 1994 წელს უნივერსიტეტს ახალი ფაკულტეტები დაემატა: საერთაშორისო ვაჭრობა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტი დღემდე ინარჩუნებს სიძველეს, მაგრამ, ამავდროულად, ის არ ჩამორჩება ინოვაციებს. ლაზარსკის უნივერსიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საბაკალავრო საფეხურზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საავიაციო პროგრამა გააჩნია.

Lazarski University მომავალ სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და ორმაგი დიპლომის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, როგორც ინგლისურ, ასევე პოლონურ ენაზე:

  • მენეჯმენტი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • საავიაციო სამართალი და ოფიციალური მფრინავის ლიცენზია
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპული სწავლება
  • საერთაშორისო ბიზნესი და ეკონომიკა
  • სამედიცინო სამაგისტრო ფაკულტეტი — პოლონურ ენაზე
  • სამართალი — პოლონურ ენაზე

უნივერსიტეტის წლიური საფასური საშუალოდ 2000 ევროა, გარდა საავიაციო სამართლისა და ოფიციალური მფრინავის ლიცენზიის პროგრამისა, რომლის საფასურიც წელიწადში 12 000 ევროს შეადგენს.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/