7 ნიშანი იმისა, რომ შენი მენტალური ჯანმრთელობა უმჯობესდება
როდესაც სხეულის გასაჯანსაღებლად ვარჯიშობ, გარკვეული დროის განმავლობაში შედეგების შემჩნევა შეგიძლია — უფრო სწრაფად დარბიხარ, მარტივად აღარ იღლები, თავს მხნედ გრძნობ და ა.შ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებას ცდილობ? როგორ უნდა მიხვდე, რომ შენს ძალისხმევას შედეგი ნამდვილად აქვს?
მიუხედავად იმისა, რომ მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლოა მარტივად შესამჩნევი არ იყოს, მაინც არსებობს გზები, რომლითაც პროგრესს შევაფასებთ და დავრწმუნდებით, რომ ჩვენს ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია.
წარმოგიდგენთ იმის 7 ნიშანს, რომ შენი მენტალური ჯანმრთელობა უმჯობესდება:
1. დასახულ მიზნებს მიაღწიე
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგთან კონსულტაცია მაშინაც სასარგებლოა, როცა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რთული პრობლემები არ გაწუხებს, უმეტესად სპეციალისტს მაინც მაშინ ვაკითხავთ, როცა რაღაცის მოგვარება გვინდა. თერაპიის დაწყებისას საკუთარი მიზნის განსაზღვრა პროგესის დანახვისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ სოციალური შფოთვითი აშლილობა გაწუხებს, შენი მიზანი შესაძლოა წვეულებაზე წასვლა და შფოთვის მართვა იყოს. დასახული მიზნის მიღწევა იმის ნიშანია, რომ წინ დიდი ნაბიჯი გადადგი და შენი მენტალური ჯანმრთელობა უმჯობესდება.
2. სიმპტომები შეგისუსტდა/შეგიმცირდა
სიმპტომების შემცირება და შესუსტება მენტალური კეთილდღეობისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. თუ ჩვეულებრივ კვირაში 3 პანიკური შეტევა გქონდა, მაგრამ ახლა მხოლოდ 1 გაქვს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ შენი მენტალური ჯანმრთელობა უმჯობესდება.
3. კარგად გძინავს
ძილი და მენტალური ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. არასწორმა ძილის რეჟიმმა შესაძლოა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს ან გაამძაფროს და პირიქით — მენტალური ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემა ძილის რეჟიმის დარღვევას იწვევს, რაც უძილობაში ან გადამეტებულ ძილიანობაში გამოიხატება. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლის პროცესში ძილის რეჟიმის მოწესრიგება უდიდესი პროგრესია.
4. კვების რეჟიმი მოიწესრიგე
დეპრესიის თანმდევი სიმპტომი ხშირად ჩვეულებრივი კვების რეჟიმის დარღვევაა — ზოგიერთი ადამიანი უმადობას უჩივის, სხვები — მომატებულ მადას. კვების რეჟიმის მოწესრიგება მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მკაფიო ნიშანია, რაც შენი ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება.
5. სხვებისთვის საზღვრების დაწესება და საკუთარ თავზე ზრუნვა შეგიძლია
სხვებისთვის, განსაკუთრებით, მეგობრებისა და ახლობლებისთვის საზღვრების დაწესება და შენი მენტალური ჯანმრთელობისთვის პრიორიტეტის მინიჭება იმის ნიშანია, რომ პრობლემებს აცნობიერებ და მათ მოსაგვარებლად სხვა ადამიანებისთვის უარის თქმაც აღარ გაშინებს.
10 ნიშანი იმისა, რომ სხვებისთვის არას თქმა უნდა ისწავლო
6. საკუთარი ემოციების მართვას ახერხებ
თუ აქამდე საკუთარი ემოციების, მაგალითად, ბრაზის მართვა გიჭირდა, ახლა კი სიმშვიდის შენარჩუნებას ახერხებ, მოზღვავებულ ემოციებს უმკლავდები და მათ შენი გაკონტროლების შესაძლებლობას აღარ აძლევ, იმის ნიშანია, რომ მენტალური კეთილდღეობისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგი.
7. თავდაჯერებული ხარ
საკუთარი თავის რწმენის მოპოვება ან დაბრუნება მენტალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებული უდიდესი გამარჯვებაა. თუ შენ შესახებ სხვების აზრს დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებ და ბედნიერებისთვის სხვებისგან ვალიდაციაც აღარ გჭირდება, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ მენტალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად შენი ძალისხმევა ფუჭი ნამდვილად არ ყოფილა.
გახსოვდეს, რომ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლა სწორხაზოვანი და მარტივი გზა არაა. პროგრესის შემდეგ სიმტომების კვლავ გამწვავება თუ ემოციებზე კონტროლის დაკარგვა იმას არ ნიშნავს, რომ მთელი შენი ძალისხმევა წყალში ჩაიყარა. სპეციალისტის დახმარებითა და მონდომებით ყველაზე რთული სიტუაციების მართვა და ბრძოლის გაგრძელება ისევ შეგიძლია.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები