ბათუმელების მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი მაშველებთან კონტაქტზე გავიდა.

"ვსუნთქავ", — უპასუხა მან მაშველების მოწოდებას.

შემთხვევაზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია და ამ დროისთვის აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია ნგრევის მიზეზიც.

ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვცდილობთ. დეტალებს უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.