ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. ბათუმელების ცნობით, ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. უცნობია, ასევე, კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევაზე გამოძიება დაწყებულია, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ვცდილობთ. დეტალებს უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

თვალი ადევნეთ On.ge-ს პირდაპირ ეთერს შემთხვევის ადგილიდან.