საპატრიარქოში იმსჯელეს და გადაწყვიტეს — "საეჭვო" ჩანაწერებს სასულიერო პირების "ზნეობრივ გადაცდომებზე" გადაამოწმებენ
სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერების გავრცელებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ილია მეორესთან შეიკრიბენ და "უკანასკნელ მოვლენებზე" იმსჯელეს. საპატრიარქოს განცხადებით, ჩანაწერებში ნახსენებ ყველა ინფორმაციას, სადაც სასულიერო პირების "ზნეობრივ გადაცდომებზეა" საუბარი, გადაამოწმებენ. განცხადებაში არ არის საუბარი შეისწავლის თუ არა საპატრიარქო ჩანაწერების იმ ნაწილს, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, მათ შორის, სექსუალურ ძალადობასა და პედოფილიაზე.
"შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უკანონო მოსმენები ყოვლად მიუღებელია და ეკლესია აუცილებლად ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას.
რაც შეეხება საეჭვო ჩანაწერებს, სადაც სასულიერო პირების ზნეობრივ გადაცდომებზეა საუბარი, ყველა საშუალებით მოხდება მათი გადამოწმება", — წერია განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადებით, შეხვედრაზე "ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა", რომ ე.წ. კრებსების გავრცელების მიზანი იყო საარჩევნო პროცესში ეკლესიის ჩართვა, ისევე, როგორც მათი დისკრედიტაცია და შიდა დაპირისპირების გაღვივება. საპატრიარქო აცხადებს, რომ მადისკრედიტირებელი ჯგუფები და "ე.წ. კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები" შეთანხმებულად მოქმედებენ. მათი აზრით, ისინი "საგულდაგულოდ იძიებდნენ და ჩხრეკდნენ" მღვდელმთავრების პირად ცხოვრებას, რითიც ცდილობდნენ "მოემწიფებინათ საზოგადგოებრივი აზრი სასულიერო პირების გასასამართლებლად და დასასჯელად".
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. ოფიციალურად მათი ავთენდურობა დადასტურებული არ არის, თუმცა არაერთმა ადამიანმა ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი, რომლებშიც ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების (და არამარტო) კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს, კითხულობენ მესიჯებს და აგროვებენ "კომპრომატებს" პირადი ცხოვრების შესახებაც.
ყველა ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, რომლებსაც კონკრეტულ ადამიანებთან აქვთ "ინტიმური კავშირი". მითითებულია ამ მოქალაქეების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასევე, ფაილს დართული აქვს ფოტოები. სწორედ ამ მასალებში არის დასახელებული რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებსაც პედოფილიაში ედებათ ბრალი. მასალებში გვხვდება ინფორმაცია სავარაუდო სექსუალური ძალადობისა და იძულების ფაქტების შესახებაც.
გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე:
- პედოფილია, პირადი ცხოვრების დეტალები და კავშირები რუსეთთან — რა წერია გავრცელებულ ფაილებში, ნაწილი I
- მიყურადება ელჩებზე, აქტივისტებზე, NGO-ებზე, სასულიერო პირებზე და პატრიარქის არჩევნების მოლოდინი — რა წერია ფაილებში, ნაწილი II
- მიტროპოლიტი სერაფიმე ჩანაწერებში ამბობს, რომ ბავშვს აკოცა — ფაილების მიხედვით, "შემჩნეულია პედოფილიაში"
- როგორ დაგეგმეს პატრიარქმა და მმკ-მ "ოჯახის სიწმინდის დღის" შექმნა — მასალები ჩანაწერებიდან
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები