პაკისტანში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 200 დაშავდა და ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა შორის 8 ბავშვია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, დაფიქსირდა 9 კილომეტრის სიღრმეზე.

ფოტო: Aljazeera

ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, BBC წერს, რომ სამხედრო ექიმებმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებთან მისვლა შეძლეს. კრიტიკულად დაშავებული ადამიანები გადაყავთ დედაქალაქ კვეტაში, პაკისტანის არმიის ვერტმფრენებით.