გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სზე "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2022" გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბას იწყებს.

კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი ავტორების აღმოჩენაა.

"გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" 2022 წელს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით და­გიბ­რუნ­დათ. კონკურსზე მი­ი­ღე­ბა რო­გორც რო­მა­ნი, ისე მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი. თუ გიყ­ვართ წერა და ფიქ­რობთ, რომ ეს კარ­გა­დაც გა­მოგ­დით, თუ სა­კუ­თარ წიგნ­ზე ოც­ნე­ბობთ, გეძ­ლე­ვათ შან­სი, ეს ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ოთ, თუნ­დაც ამის­თვის ფან­ტას­ტი­კის სფე­რო­ში შეჭ­რა მო­გი­წი­ოთ — ჟანრ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ხართ!

ჩვენ უკვე გვყავს ბესტსე­ლე­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი და მათ და­ამ­ტკი­ცეს, რომ ეს რე­ა­ლო­ბაა!", — აცხადებენ პალიტრა L-ში.

გან­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა პირველ ოქ­ტომ­ბერს დაიწყო და პირველი ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით გაგრძელდება. კონ­კურ­სან­ტებ­მა ყვე­ლა მო­თხოვ­ნი­ლი ფა­ი­ლი უნდა გა­გ­ზავ­ნონ შემ­დეგ ელექტრონულ ფოს­ტა­ზე: [email protected]

კონ­კურ­სი ჩა­ტარ­დე­ბა ორ ეტა­პად:

I ტური

I ტუ­რის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­დე­ბა მაქ­სი­მუმ 20 კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­თა­გან 10, მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი გახ­დე­ბა, და­ნარ­ჩენს კი კონ­კურ­სის ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს.

II ტური

მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სულ­მა კონ­კურ­სან­ტებ­მა, 10 დე­კემ­ბრი­დან 10 იან­ვრის ჩათ­ვლით, კონკურსის ელ­ფოს­ტა­ზე [email protected] უნდა გა­გ­ზავ­ნონ:

  • I ტურ­ში გა­გ­ზავ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის/კრე­ბუ­ლის სრუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია;
  • ნა­წარ­მო­ე­ბის/კრე­ბუ­ლის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა (Word დო­კუ­მენ­ტი, 60-დან 150 სიტყვამდე).

11 იან­ვარს ნა­წარ­მო­ე­ბის/კრე­ბუ­ლის სრუ­ლი ვერ­სი­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა კონ­კურ­სის სა­იტ­ზე, პირ­ველ ტურ­ში მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი ანუ­ლირ­დე­ბა და კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა დაიწყება თა­ვი­დან, ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით.

11-30 იან­ვა­რს მკი­თხვე­ლი ხმას აძ­ლევს სა­სურ­ველ ნა­წარ­მო­ე­ბებს.

პირველ თე­ბერ­ვალს გა­მო­ცხად­დე­ბა 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მათ­გან 1 მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი იქნება, 1 — ჟი­უ­რის, 1 კი — ჟი­უ­რი­სა და მკი­თხვე­ლის ერ­თობ­ლი­ვი არ­ჩე­ვა­ნი. ამ უკანასკნელს ჟი­უ­რი აარ­ჩევს მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L 2022 წლის შემოდგომაზე გა­მოს­ცემს.

შე­ნიშ­ვნა: გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევრთა ვი­ნა­ო­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია.

კონ­კურ­სის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად ეწ­ვი­ეთ მი­თი­თე­ბულ ბმულს: https://bit.ly/3oeeSh3