სამხედრო წვრთნები და სიტყვების ომი ირანსა და აზერბაიჯანს შორის
ირანსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დღეებში დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა. ირანელმა სამხედროებმა ნახიჩევანის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნები გამართეს. ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერი ალი ხამენეი თავის ჩრდილოელ მეზობელს "მსუბუქად დამუქრა".
"ვინც ძმებს ხვრელს გაუთხრის, პირველი ჩავარდება მასში", — 3 ოქტომბერს დაწერა ხამენეიმ ტვიტერზე.
წინა დღეს, სამხედრო წვრთნების დაწყებისთანავე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ამირ აბდულაჰიანმა ადგილობრივ საინფორმაციო არხს განუცხადა, რომ "სიონისტები" აზერბაიჯანის ზოგიერთ რაიონში იმყოფებოდნენ, როცა "ტერორისტული ჯგუფები" ირან-აზერბაიჯანის საზღვართან მიახლოებას წარუმატებლად ცდილობდნენ.
4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თეირანის განცხადებებს უპასუხა.
"ცოტა ხნის წინ, ირანელმა პროვინციელებმა პირი დააღეს და აზერბაიჯანს ცილი დასწამეს, მაგრამ ბაქომ ამას ყურადღება არ მიაქცია. დაე, გაახილონ თვალები და შეხედონ, სად ნახეს ისრაელი? ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ცილი დაგვწამოს", — განუცხადა ალიევმა ჟურნალისტებს ჯაბრაილის რეგიონში ვიზიტისას.
5 ოქტომბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში ირანის უმაღლესი სუსულიერო ლიდერის, ხამენეის წარმომადგენლის, ოჯაგ ნეკატის ბაქოს ოფისის დახურვის შესახებ განაცხადა, სავარაუდოდ, COVID-19-ის მიზეზით.
ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანმა მის მიერ კონტროლირებად კაპანი-გორისის გზის მონაკვეთებზე მოძრავი ირანული სატვირთო მანქანების გაჩერება და საბაჟო გადასახადების დაწესება დაიწყო.
როგორც ბაქოში დაფუძნებული დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის, კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი, აჰმად ალილი OC Media-სთან ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბოლოდროინდელი სიტყვების ომი რეალურ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
"ირანმა კარგად იცის, რომ აზერბაიჯანთან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებამ შეიძლება ისრაელის, დასავლეთისა და შეერთებული შტატების ერთობლივი ალიანსი გამოიწვიოს. მე არ ვფიქრობ, რომ ირანი ასეთი რისკისთვის მზად არის", — თქვა ალილიმ.
მისივე განცხადებით, აზერბაიჯანსა და ირანს შორის პერიოდული შეტაკებები მედიაში გაგრძელდება. პოლიტოლოგის აზრით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო დროს 81 წლის ხამენეის მემკვიდრის საკითხი სულ უფრო მწვავედ დგას — სწორედ ამ მემკვიდრემ უნდა ჩაანაცვლოს ის როგორც ქვეყნის სულიერ წინამძღოლის, ისე ქვეყნის მმართველის პოსტზე.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გამოქვეყნდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
კომენტარები