პარტნიორის კონტენტი

ყველაფერი, რაც eSIM-ის შესახებ უნდა იცოდეთ — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

თანამედროვე სმარტფონებს უამრავი რამ შეუძლიათ და ისინი ყოველდღიურად ვითარდებიან. მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ, სმარტფონში არსებული სივრცეები კამერის ზომის ან ელემენტის მოცულობის სასარგებლოდ აითვისონ. ამ უკანასკნელის გაზრდის მიზნით, Apple-მა რამდენიმე წლის წინ სმარტფონიდან 3.5 მილიმეტრიანი ჯეკის შესაერთებელი გააქრო, ამან თავიდან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა არ გასულა რამდენიმე თვე და ყველა მწარმოებელმა იგივე გააკეთა.

დღეს ჩვენს წინაშე ახალი რეალობა იშლება — სმარტფონებიდან ნელ-ნელა სიმბარათების ჩასადები ადგილიც ქრება, რადგან იგი მოწყობილობისთვის მნიშვნელოვან "ადგილს იკავებს".

ამიტომაც შეიქმნა eSIM.

რა არის eSIM?

eSIM, იგივე Embedded SIM ვირტუალური სიმბარათია. ის ყველა იმ ფუნქციას ასრულებს, რაც ფიზიკურ სიმბარათს შეუძლია. eSIM თანამედროვე ტექნოლოგიაა და მისი გამოყენება მხოლოდ იმ სმარტფონებზე შეიძლება, რომლებსაც მისი მხარდაჭერა აქვთ.

რა უპირატესობა აქვს eSIM-ს?

eSIM-ს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, თუ თქვენს სმარტფონს ფიზიკური სიმბარათის მოსათავსებელი პორტი საერთოდ არ ექნება, ეს ავტომატურად ნიშნავს უფრო დიდი მოცულობის მქონე ელემენტს. ამასთან, ერთით მცირდება იმ ადგილების რაოდენობა, საიდანაც, შესაძლოა, სმარტფონის შიგნით წყალი შევიდეს. eSIM-ის მოხმარება ძალიან მარტივია, ეს ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ მოგზაურობისას, რადგან თუ სათანადო სმარტფონი გაქვთ, ევროპის მასშტაბით eSIM თითქმის ყველგან მუშაობს.

რატომ eSIM?

eSIM მრავალი მიზეზის გამოა მოსახერხებელი. პირველი მიზეზი მისი ხელმისაწვდომობაა — eSIM-ის გააქტიურება 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება. ასევე, თუკი თქვენს სმარტფონს ფიზიკურად მხოლოდ ერთი სიმბარათის ადგილი აქვს გამოყოფილი და ამასთან eSIM-ის მხარდაჭერა აქვს, ამ უკანასკნელის გააქტიურებით მას ორსიმიან სმარტფონად აქცევთ. ასევე, უნდა ვთქვათ ისიც, რომ eSIM-ის გააქტიურების შემთხვევაში, ფიზიკური სიმბარათი შეგიძლიათ საერთოდ აღარ გამოიყენოთ.

როგორც უკვე ვახსენეთ, eSIM ტრადიციული სიმბარათების მსგავს ფუნქციებს ასრულებს, თუმცა eSIM-ს დამატებითი პლუსებიც აქვს — ერთ მოწყობილობაზე შეგიძლიათ იქონიოთ ნებისმიერი ოპერატორის მაქსიმუმ 10 eSIM. თუმცა, მათგან აქტიური შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. მათი არჩევა ტელეფონის მენიუდანაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ გარდა eSIM-ებისა, პარალელურად, ფიზიკური სიმბარათის გამოყენებაც შეგიძლიათ.

Beeline-ის eSIM

სულ ახლახან, საქართველოში ბილაინმა eSIM დანერგა. eSIM-ის გააქტიურება სულ რაღაც 5 ლარი ღირს.

თუ ფიზიკური სიმბარათის eSIM-ზე გადაცვლა მოგინდებათ, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ 5 ლარის გადახდა მოგიწევთ.

eSIM-ზე ხელმისაწვდომია ბილაინის ყველა ის სერვისი, რომლითაც სარგებლობთ ფიზიკური სიმბარათის შემთხვევაში. იცვლება მხოლოდ სიმბარათის ტიპი — სხვა ყველაფერი რჩება უცვლელი.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ბილაინის eSIM-ის გააქტიურება ძალიან მოსახერხებელია და 24/7-ზე, ონლაინ, ოფისში მისვლის გარეშეა შესაძლებელი.

რომელ მოწყობილობებს აქვთ eSIM-ის მხარდაჭერა საქართველოში?

eSIM-ის მხარდაჭერა ბევრ სმარტფონს აქვს, თუმცა საქართველოში კონკრეტული მოდელები მუშაობენ, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მოწყობილობა უნდა იყოს საქართველოში სერტიფიცირებული. უფრო კონკრეტულად კი ესენია:

Apple

iPhone 12 • iPhone 12 Pro • iPhone 12 Pro Max • iPhone 12 Mini • iPhone 11 • iPhone 11 Pro • iPhone 11 Pro Max • iPhone SE 2 (2020) • iPhone XS • iPhone XS Max • iPhone XR

Samsung

Galaxy S20 series • Galaxy S21 series • Galaxy Note20 series • Galaxy Z Flip • Galaxy Z Fold2 • Galaxy Z Fold3|Z Flip3

Huawei

P40 • P40 PRO

Google Pixel

Pixel 3 • Pixel 3 XL • Pixel 3A XL • Pixel 3A • Pixel 4 • Pixel 4 XL • Pixel 4A • Pixel 5

როგორ გავააქტიუროთ eSIM?

eSIM-ის გააქტიურება საკმაოდ მარტივია. ქვემოთ დეტალურად აგიხსნით, თუ როგორ შეგიძლიათ აამუშაოთ ის iOS-ისა და Android-ის შემთხვევაში.


iOS

გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური სიმბარათის eSIM-ზე შეცვლის შემთხვევაში, სიმბარათზე შენახული კონტაქტების სია ავტომატურად არ გადავა eSIM-ზე.

  • პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა Wi-Fi-სთან დაკავშირებულია. შედით Settings-ებში და შემდეგ "Cellular" ან "Mobile Data-ში.
  • შემდეგ ეტაპზე ირჩევთ ან "Add Cellular Plan"-ს ან "Add Data Plan"-ს. დაასკანერეთ QR კოდი და მიჰყევით მოწყობილობის მითითებებს eSIM-ის აქტივაციის დასასრულებლად. eSIM-ის ხელით აქტივაციისთვის QR კოდის დასკანერების გვერდზე აირჩიეთ "Enter Details Manually" და შესაბამის ველში ჩაწერეთ მიღებული კოდი.

Android

ანდროიდზეც ყველაფერი ძალიან მარტივადაა.

  • პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა Wi-Fi-სთან დაკავშირებულია. შემდეგ შედით Settings-ებში და დააჭირეთ "Connections".
  • აირჩიეთ "SIM Card Manager", დააჭირეთ "Add Mobile Plan" და აირჩიეთ "Add Using QR Code"
  • დაასკანერეთ QR კოდი და მიჰყევით მოწყობილობის მითითებებს eSIM-ის აქტივაციის დასასრულებლად — eSIM-ის ხელით აქტივაციისთვის QR კოდის დასკანერების გვერდზე აირჩიეთ "Enter code instead" და შესაბამის ველში ჩაწერეთ მიღებული კოდი.

რა უნდა ვიცოდეთ eSIM-ით სარგებლობისას?

eSIM არის სიმბარათის ციფრული ვერსია, რომელიც ყველა იმ დავალებას ასრულებს, რასაც აქამდე ჩვეულებრივი ფიზიკური სიმბარათები ასრულებდნენ.

eSIM-ით სარგებლობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ ფიზიკური სიმბარათი სმარტფონში საერთოდ არ გაქვთ. ანუ მათი გამოყენება აუცილებელიც კი აღარ იქნება.

eSIM-ს ვერ დაკარგავთ, თუმცა შესაძლოა ის სმარტფონიდან წაგეშალოთ, ბილაინის eSIM-ის შემთხვევაში კი ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ.

eSIM-ის აღდგენა ონლაინაა შესაძლებელი. გადადიხართ SIM-ის შეცვლის გვერდზე და მიყვებით პროცესის შემდგომ საფეხურებს. გაითვალისწინეთ, რომ ვერიფიკაციის ონლაინ გასავლელად დაგჭირდებათ მოწყობილობით სელფის გადაღება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც, ასევე, ფოტო უნდა გადაუღოთ.

ერთ ნომერს შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ ერთი SIM ბარათი, ფიზიკური ან eSIM. სიმის შეცვლის შემთხვევაში, ფიზიკური SIM ბარათი გაითიშება, როგორც კი eSIM ბარათის შეცვლის საფასურს გადაიხდით, ნომერი კვლავ გააქტიურდება QR კოდის დასკანერების შემდეგ. ორივე SIM ბარათის გამოყენება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ნომრები განსხვავებულია.

თუ Beeline-ს eSIM-ს აირჩევთ, eSIM-ზე ხელმისაწვდომი იქნება ბილაინის ყველა ის სერვისი, რომლითაც სარგებლობდით ფიზიკური სიმბარათის შემთხვევაში. შეგახსენებთ — იცვლება მხოლოდ სიმბარათის ტიპი, სხვა ყველაფერი რჩება უცვლელი.

ბილაინის eSIM-ის გასააქტიურებლად ეწვიეთ ვებგვერდს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: უპასუხე 10 კითხვას საქართველოს გეოგრაფიაზე
  2. ნახეთ "მარტოობის ასი წლის" მიხედვით გადაღებული სერიალის პირველი ტრეილერი
  3. ქვიზი: რომელი ქართული ჯგუფი ხარ?
  4. "არც ლამაზია და არც მსახიობობა გამოსდის" — სიდნი სვინიმ კრიტიკას უპასუხა
  5. ქვიზი: როგორ იცნობ რუსული კანონის საპროტესტო პლაკატებს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში აქვთ მომავალი. შარშან დეკემბერში მინიჭებულმა კანდიდატის სტატუსმა ჩვენი…