მსახიობი ქეით ბლანშეტი მარველის თორის ახალ ნაწილში უარყოფითი პერსონაჟის, ჰელას როლს შეასრულებს.

ფოტო: Thor: Ragnarok

როგორც მსახიობი ამბობს, ის ფილმში თამაშზე შვილებმა დაითანხმეს, რომლებიც მარველის კომიქსების დიდი გულშემატკივრები არიან.

ჰელა, იგივე სიკვდილის ქალღმერთი თორში პირველი უარყოფითი ქალი პერსონაჟი იქნება.

"შეგიძლიათ დაიჯეროთ? მე ამ თემაზე უბრალოდ ერთხელ ვისაუბრე და ახლა, 2017 წელს ამ ფილმში ვთამაშობ. ძალიან მაგარია", - ამბობს ბლანშეტი.

ქეითთან ერთად ფილმში ჯეიმი ალექსანდერი, ტომ ჰიდლსტონი, ბენედიკტ კამბერბეჩი, კრის ჰემსვორტი, იდრის ელბა, ენტონი ჰოპკინსი და მარკ რუფალო თამაშობენ. ფილმი 3 ნოემბერს გამოვა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეითი რიჩარდ ლინკლეიტერის ახალ ფილმში Where'd You Go, Bernadette მთავარ როლს შეასრულებს.