ლიტერას გაუქმების მიუხედავად, პრემიის მხარდამჭერი კონკურსი ჩატარდება
მწერლების ბოიკოტის შემდეგ ლიტერას წლევანდელი დაჯილდოების ჩაშლის გამო, საქართველოს პენცენტრმა გადაწყვიტა, სწორედ ამ ლიტერატურული პრემიის მხარდასაჭერად ერთჯერადი კონკურსი გამოცხადდეს, რომელიც "ლიტერას ფორმატს გაიმეორებს, გამოავლენს პრემიის ლაურეატ ავტორებს და დააჯილდოებს მათ".
პენცენტრში აცხადებენ, რომ მათ არ სურთ, დაზარალდეს ლიტერატურული პროცესები და აპირებენ, მწერლებმა დამოუკიდებლად ჩაატარონ მათთვისვე ძვირფასი კონკურსი.
"ლიტერას მხარდამჭერი ერთჯერადი კონკურსის შექმნის მიზანია, მიმდინარე ცენზურის მცდელობით დაზარალებული სამწერლო პროცესის გაძლიერება. ამ პროექტის განხორციელებით გავაძლიერებთ იმ აზრს, რომ ცენზურისადმი დაუმორჩილებლობას და დემოკრატიული პროცესების დაცვას აქვს აზრი. საქართველოს პენცენტრი მწერალთა გაერთიანებაა, რომელიც ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება", — ვკითხულობთ პენცენტრის განცხადებაში.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ტექსტში აღნიშნულია ის პრობლემებიც, რამაც ლიტერას პრემია წელს ჩიხში შეიყვანა:
"2021 წელს პრემია პირველად დადგა ცენზურისა და გამჭვირვალობის შეზღუდვის საფრთხის წინაშე. კულტურისა და სპორტის ახალმა მინისტრმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა. ეს პროცესი მწერლებმა აღიქვეს, როგორც ტოტალიტარულ დროში გამართული კონკურსების ჟიურიში საბჭოთა სამთავრობო "ოდეერის" მივლინება, რომელსაც შეეძლო დაეწუნებინა პარტიულ სულისკვეთებასთან შეუსაბამო ტექსტები".
აქვე იხილეთ განცხადება სრულად:
იმისათვის, რომ პენცენტრმა აღნიშნული პროექტის განხორციელება შეძლოს, დამატებითი ფინანსური დახმარება სჭირდება, კერძოდ — 24 260 ლარი.
ყველას, ვისაც ქართული ლიტერატურის მხარდაჭერა სურს, შეუძლია ნებისმიერი ოდენობის თანხა შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს:
ეროვნულ ვალუტაში:
მიმღების ბანკი ს.ს "თიბისი ბანკი"
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში GE96TB7365036080100001
მიმღების სახელი ააიპ საქართველოს პენ-ცენტრი
უცხოურ ვალუტაში:
Beneficiary’s Bank JSC TBC Bank
Tbilisi, Georgia
Ben’s IBAN GE43TB7365036180100001
Name of Beneficiary GEORGIAN PEN-CENTRE NCLP
2015 წლიდან ლიტერატურული პრემია ლიტერა ტრადიციულად კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ფინანსდებოდა სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამის "კულტურის ხელშეწყობა" ფარგლებში. წელს კი კონკურსის გაუქმების მიზეზი მწერლების, ლიტერატორებისა და გამომცემლების პროტესტი გახდა, რაც სამინისტროს მხრიდან ჟიურიში წარმომადგენლის, იოსებ ჭუმბურიძის დანიშვნას მოჰყვა.
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
კომენტარები