საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონცერტებსა და ფესტივალებთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება

"იხსნება კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით", — განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ.

ამას გარდა, ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან 1 საათით გახანგრძლივდება კვების ობიექტების მუშაობა და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.