რთული წარმოსადგენია, თუმცა ისეთ ტექ-გიგანტებსაც ექმნებათ ტექნიკური პრობლემები, როგორიც ფეისბუქია. Facebook, Instagram და WhatsApp უკვე რამდენიმე საათია აღარ მუშაობს. ფეისბუქმა კონკურენტი სოციალური ქსელის — ტვიტერის დახმარებით გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ბოდიშს იხდის შეფერხებისთვის და ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად თავს არ ზოგავს.

გათიშულია ფეისბუქის სამუშაო პლატფორმა Workplace-ც, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ფეისბუქის თანამშრომლებს პრობლემის გამოსასწორებლად ერთმანეთთან კომუნიკაცია, სავარაუდოდ, ძალიან უჭირთ.

სოციალური პლატფორმების გათიშვამ, ცხადია, მიმების ზღვა გამოიწვია. მათი ნახვა აქ შეგიძლიათ: მიმები ტვიტერიდან, რომლითაც Facebook-ის გათიშვას ეხმაურებიან

ფეისბუქისა და მისი პლატფორმების გათიშვით ყველაზე მეტად ტვიტერმა და სიგნალმა იხეირეს. ტვიტერზე ცნობილმა ბრენდებმა საუბარი წამოიწყეს, სიგნალი კი Whatsapp-ის ხარვეზის შედეგად შემომატებულ მომხმარებლებს მიესალმა. "სალამი საერთოდ ყველას" — ნახეთ, რას ბაასობენ მსოფლიო ბრენდები ტვიტერზე, სანამ ფეისბუქი გათიშულია.

ამდენსაათიანმა ტექნიკურმა ხარვეზმა ფეისბუქი ფინანსურადაც დააზარალა: ფეისბუქის გათიშვის პარალელურად ცუკერბერგმა საათებში $7 მილიარდი დაკარგა.

გაინტერესებს, კონკრეტულად რის გამო გაითიშა ფეისბუქი და მისი პლატფორმები? გაეცანი ექსპერტების მოსაზრებებს NEXT.On.ge-ის სტატიაში.