The Wizard of Lies ასე ჰქვია HBO-ს ახალ სატელევიზიო ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და მიშელ ფაიფერი ასრულებენ.

ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და ის ბერნარდ ლორენს "ბერნი" მეიდოფის ამბავს მოგვითხრობს. მეიდოფს ბრალი 11 მუხლით ჰქონდა წაყენებული. 2009 წლის 12 მარტს მან აღიარა დანაშაული, რომელიც ასობით ინვესტორის მოტყუებას მოიცავდა. ინვესტორთა დანაკარგები ფედერალური გამომძიებლების გამოთვლით $65 მილიარდს აღემატებოდა.

ბრალდების წაყენების შემდეგ მეიდოფი საკუთარ პენტჰაუსში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა დანაშაულის აღიარების შემდეგ ის საპყრობილეში გადაიყვანეს. ამ დანაშაულისთვის მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ფილმის პრემიერა HBO-ზე 20 მაისს შედგება.