ფილმი ლამაზმანი 28 წლის გახდა
როცა ჯონათან ლოუტონი ჰოლივუდ ბულვარის ერთ მყუდრო კაფეში იჯდა და ყავას სვამდა, ვიტრინიდან მეძავებს აკვირდებოდა, შემდეგ კი მათ შემაძრწუნებელ ისტორიებს ისმენდა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული რომანტიკული კომედიის ავტორი გახდებოდა.
ღარიბი სცენარისტი ჰოლივუდში მოხვედრასა და გამდიდრებაზე ოცნებობდა. მისი ფილმი პროსტიტუციის პრობლემებსა და მეძავების ყოფა-ცხოვრებაზე უნდა ყოფილიყო. დრამის გმირს, ვივიენს, მთელი კვირა თავი უნდა შეეკავებინა კოკაინის მიღებისგან მდიდარი კლიენტის გამო, თუმცა ფილმის ფინალში დოზის გადამეტებით იღუპებოდა. მაგრამ პროდუსერებმა იდეა შეცვალეს. მათი აზრით, მაყურებელს სიყვარულის ზღაპარული ისტორია უფრო დააინტერესებდა, ვიდრე მეძავთა ტრაგიკული ცხოვრების დეტალები.
ლოუტონს სათაურის გამოცვლაც მოსთხოვეს და თავდაპირველი ვარიანტი - "სამი ათასი დოლარი" - "ლამაზმანად" გადაკეთდა. აბა როგორ?! ვივიენის როლზე ხომ ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი ქალები განიხილებოდნენ.
ვივიენის პერსონაჟზე მსახიობის დამტკიცება ძალიან გართულდა, ამასობაში კი ედვარდ ლუისის როლზე მუდმივად იცვლებოდნენ კანდიდატები: კიანუ რივზი, დენიელ დეი ლუისი, ჯონ ტრავოლტა, სილვესტერ სტალონე, დენზელ ვოშინგტონი და ა.შ. ამ მსახიობებიდან ზოგიერთი კინოსტუდიამ დაიწუნა, ზოგმა კი თავად თქვა უარი. პროდუსერებს ალ პაჩინოს მოსინჯვაც სურდათ, თუმცა ის ამ დროს "ნათლიმამას" მესამე ნაწილზე მუშაობდა. ასე აღმოჩნდა მთავარ როლში რიჩარდ გირი.
სხვათა შორის, სწორედ ალ პაჩინომ გაუწია რეკომენდაცია ჯულია რობერტსს. ამბობდა, მასზე უკეთეს მსახიობს ვერ ნახავთო, მაგრამ რობერტსის როლზე დამტკიცება რისკიანი ნაბიჯი ჩანდა, ის ხომ ჯერ ახალბედა იყო?!
სანდრა ბალოკი, კიმ ბესინჯერი, მელანი გრიფიტი, შერონ სთოუნი, ვაინონა რაიდერი, მიშელ ფაიფერი და ჯენიფერ კონელი - ეს არის არასრული ჩამონათვალია იმ მსახიობებისა, რომელთაც ვივიენის როლი უნდა შეესრულებინათ, მაგრამ მეძავის როლის განსახიერებაზე ყველა მათგანმა უარი თქვა.
ამერიკის იმდროინდელმა ფავორიტმა, მეგ რაიანმაც ამავე მიზეზით შეიკავა თავი.
როლის შესრულებაზე უარი განაცხადა მადონამაც, რადგან დაკავებული იყო. სარა ჯესიკა პარკერმა კი როლი მხოლოდ იმის გამო დაიწუნა, რომ ეროტიკულ ეპიზოდებში არ სურდა მონაწილეობის მიღება. წლების შემდეგ კი ის სერიალ "სექსი დიდ ქალაქშის" ვარსკვლავად მოგვევლინა. ირონიული ფაქტია, არა?
არ გეგონოთ, რომ არავის სურდა, ლამაზმანი გამხდარიყო. რეჟისორ გარი მარშალს არა ერთხელ შეხვდნენ სერიალ სექსი დიდ ქალაქშის მსახიობი კრისტიან დევისი, ჯოდი ფოსტერი, დრიუ ბერიმორი და უმა თურმანი. თუმცა მათ სხვადასხვა მიზეზის გამო უარი მიიღეს.
დამქანცველი კასტინგის შემდეგ როლი საბოლოოდ 21 წლის ხუჭუჭა ჯულია რობერტსს ერგო. ჯულიამ ბევრი ინერვიულა გადაღებების დროს და ამის გამო ჭინჭრის ციებაც დაეწყო. გადასაღებ მოედანზე დამამშვიდებელი ლოსიონი წაუსვეს და მოთმინებით დაელოდნენ, როდის გაუქრებოდა ლამაზმანს გამონაყარი.
გადაღებები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა ჯულიას ნიჭის შესახებ ხმა ჰოლივუდის ცნობილ პროდუსერებამდე მივიდა. პავილიონს ხან ერთი კინოკომპანიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, ხანაც - მეორე. ყველა მათგანი ჯულიასთან ითხოვდა შეხვედრას, ის კი იმდენად იყო გადაღების პროცესში ჩართული, რომ ყველას უარით ისტუმრებდა.
ფილმის პრემიერა 1990 წლის 23 მარტს შედგა. დიახ, უკვე 28 წელი გავიდა.
ფილმის ბიუჯეტი 14 მილიონი იყო, შემოსავალი კი - 460 მილიონ დოლარზე მეტი. ლამაზმანი არის პირველი და ამ დრომდე ერთადერთი რომანტიკული კომედიაა, რომელმაც ამხელა მოგება მოუტანა კინოკომპანიას.
ფილმმა არაერთი ჯილდო მოიპოვა. ჯულია რობერტსი ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარზეც წარადგინეს.
ლამაზმანს ფილმში მონაწილეობისთვის მხოლოდ $300 ათასი გადაუხადეს. 10 წლის შემდეგ კი ის პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 25 მილიონი მიიღო როლისთვის.
სწორედ აქედან დაიწყო ჯულიას კარიერის აღმასვლა. მისი ფილმები არნახული პოპულარობით სარგებლობდა, ჰონორარი კი წლიდან წლამდე რამდენიმე მილიონით იზრდებოდა.
ბრიუკ შილდსმა, რომელიც ასევე განიხილებოდა ვივიენის როლზე, წლების შემდეგ აღიარა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა.
Pretty Woman-ის გამოსვლიდან 28 წელი გავიდა. ვერცხლისფერთმიანი რიჩარდ გირი დღეს უკვე ტიტულოვანი ჭაღარა მსახიობია, 21 წლის ხუჭუჭთმიანი ჯულია რობერტსი კი 3 შვილის დედა და ჰოლივუდის რჩეული.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები