ბათუმში მიმდინარე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ შემთხვევა გუშინ, 21 მარტს მოხდა.

ბათუმელების ინფორმაციით, მუშა მესამე სართულიდან ჩამოვარდა, შემთხვევა ჭავჭავაძის და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაზე მიმდინარე მშენებლობაზე მოხდა. იგი კომპანია DSG-ს ეკუთვნის, თუმცა სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ლამინი-ჯი აწარმოებს.

გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.