BBC-ის ინფორმაციით, მილანში ცარიელ ოფისს თვითმფრინავი დაეჯახა, ბორტზე მყოფი 8 ადამიანი გარდაიცვალა. ავიაკატასტროფა ლინატეს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე მოხდა.

იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, BBC წერს, რომ 68 წლის პილოტი კატასტროფისას ცოლ-შვილთან ერთად დაიღუპა.

შემთხვევის შედეგად დაიწვა ოფისი და რამდენიმე მანქანა. ადგილზე არავინ დაშავებულა.