დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 877, ხოლო გარდაიცვალა — 30 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 066 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 9 770, ხოლო PCR-ით — 6 296.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,40%, ბოლო 7 დღის — 4,94%, ხოლო 14 დღის — 5,42%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 618 620-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 9 068, ხოლო გამოჯანმრთელდა 591 668 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 867 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა;
  • აჭარა — 73;
  • იმერეთი — 143;
  • ქვემო ქართლი — 65;
  • შიდა ქართლი — 29;
  • გურია — 22;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 65;
  • კახეთი — 65;
  • მცხეთა-მთიანეთი — 15;
  • სამცხე-ჯავახეთი — 23;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 858, საიდანაც 4 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 962, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 255 ადამიანი.

601 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 13 124 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 328 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: