15 რამ, რასაც ძველი თაობა ნოსტალგიით იხსენებს, ახალი კი საერთოდ ვერ იგებს
ოდესმე გიფიქრია, რა ადვილად შეგვიძლია იმის დავიწყება, რაც ოდესღაც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო? შესაძლოა, ამას დრო დასჭირდა, თუმცა, მაინც ადვილია. თანაც იმდენად, რომ წლების შემდეგ, როცა ვინმე გახსენებს, ტკბილი ღიმილი გეფინება სახეზე და გინდა, არ გინდა, "რა დრო იყოო" დასძენ. არადა, შეიძლება სულაც არ იყო კარგი დრო, უბრალოდ, დროის გასვლასთან ერთად ნოსტალგიური სენტიმენტები მძაფრდება ხოლმე. აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლება კარგი იყოს უტელეფონობა ან უგუგლობა? ან, თუნდაც...
1. მეგობართან ერთად კინოში წასვლის დაგეგმვა და კომუნიკაციის არანაირი საშუალება სახლიდან გასვლის შემდეგ
მერე კი, თუკი აგვიანებდა ან, მით უარესი, საერთოდ აღარ მოდიოდა, სადმე ახლომახლო ქუჩის ტელეფონის ძებნას და სალანძღავი სიტყვების თავში დალაგებას იწყებდი.
2. "რომელზე შევხვდეთ? ასე ხუთისკენ ალბათ. შენთან რა დროა?"
ანუ ის დრო, როცა საათს საინფორმაციო გამოშვებაზე ვასწორებდით.
3. ფოტოების გადაღება იმის იმედით, რომ კარგი გამოვიდა
დარწმუნებული ხარ, რომ ყველა ფირი გაქვს გამჟღავნებული?
4. ყურმილის დაკიდება
მობილურების ეპოქაში ეს ფრაზა, რა თქმა უნდა, ფიგურალური გახდა. იმედია, იგივე ბედი ეწევა საერთოდ დარეკვასაც.
5. ადგილის ძებნა GPS-ის გარეშე
ხალხს, ვინც GPS-ითაც ვერ ვაგნებთ დანიშნულების ადგილს, ფურცელზე დატანებული რუკების ეპოქაში რა გვეშველებოდა?!
6. კასეტის ლენტების ახლართვა
რიგითი Gen Z: "კასე... რა?"
7. არხის გადასართავად სავარძლიდან ადგომა და ტელევიზორთან მისვლა
და ახლა ზოგს პულტის მიწოდებაც კი ეზარება!
8. სერიალის მხოლოდ თითო სერია ყოველ ჯერზე
ლეგენდის თანახმად, არსებობს ხალხი, ვინც გრეის ანატომიას 15 წელზე მეტია, ასე უყურებს...
9. არსაიდან გაჩენილ კითხვაზე პასუხის მიღება საუკუნის დაგვიანებით
გუგლის გარეშე საერთოდ როგორ ვიგებდით, რა არის ანტიგუა და ბარბუდას დედაქალაქი?
10. ცხრა პლანეტა
პლუტონ, გვიყვარხარ და გვენატრები.
11. შაბათ-კვირის მულტფილმები
ახლა ვინღა გაიღვიძებს დილის რვაზე ლუი ანდერსონის სანახავად?!
12. ცნობილი ადამიანების ფოტოების ამოჭრა ჟურნალიდან
რა თქმა უნდა, თუ უმცროსმა დამ ან ძმამ უკვე არ მოასწრო ულვაშის მიხატვა...
13. თოვლის პაპა
... რომელიც წლის დასაწყისში ახალგაზრდაა, დეკემბრამდე ბერდება, სვანეთიდან ჩამოდის და მარტო კარგი ყოფაქცევის ბავშვებთან მიდის... ახლა კი თავადვე უკვეთენ ბავშვები სანტა-კლაუსს საჩუქრებს საკრედიტო ბარათით.
14. მუსიკალურ-გასართობ შოუში დარეკვა და სიმღერის მოთხოვნა
"გაუშვით შაკირას ვაკა-ვაკა, არ გამიტეხოთ"!
15. რეკლამის დროს საჭმელად გასვლა
... და დროულად დაბრუნება რომ იყო უდიდესი მიღწევაც და ბედნიერების მიზეზიც.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები