ამბობენ, ახალი წელი სასწაულების დროაო. ამაში ეჭვი არც არავის არ გვეპარება, მაგრამ სასწაულების გარდა, ამ ჯადოსნურ ღამეს ბევრი არცთუ ჯადოსნური ამბავი ხდება. ეს ამბები იმდენად ჩვეულებრივია, რომ ერთ სიად ჩამოწერაც კი შეიძლება — ეგ კი არა, ხანდახან ალბათ წინასწარმეტყველიც კი გგონია თავი, როცა ზუსტად იცი, რა მოხდება 31-ში.

აი, მაგალითად...

1. მთელი წლის დაულაგებელი სახლის მოწესრიგება

ფოტო: Tenor

შეიძლება ყოველდღე წმენდე მტვერს თაროებიდან და არც ძველ, გამოუყენებელ ნივთებს იტოვებდე სახლში, თუმცა, აი, გათენდება 31 დეკემბერი და შეამჩნევ, რომ ყველაფერი ისეა ყირაზე, როგორც არასდროს ყოფილა. აი, მაშინ იწყება "გენერალური დალაგება", რომელშიც, როგორც წესი, ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობს, ამიტომ, საბოლოოდ, შედეგი არევა უფროა, ვიდრე მოწესრიგება.

ამიტომ, ალბათ სჯობს, სახლის დალაგება თანამედროვე ტექნიკას მიანდო და საქმეში მტვერსასრუტი ჩართო. ცოტათი უსამართლო კია, ჩვენ დავისვენოთ და ტექნიკამ იმუშავოს, თუმცა, ქაოსს ყველაფერი სჯობს.

2. პურის რიგში დგომა

ფოტო: Tenor

როცა გეგონა, რომ ახალი წლის წინა დღეს მაინც გამოიძინებდი, დილაადრიან დაგიძახეს და გითხრეს, პური ამოიტანე, მერე რიგები იქნებაო. მერეო?! ალბათ ფანჯრიდანაც არ გაუხედავთ, თორემ თონის პურის რიგში მდგარი ხალხის რიგი ქალაქის თავიდან ბოლომდე ყველა უბანს მოიცავს.

მთავარი კითხვა ის არის, რითი უნდა გაიყვანო დრო, როცა რიგში ხარ? "სქროლვით"? თუ ახლობლებთან ჩამორეკვით? ნებისმიერ შემთხვევაში ახალი სმარტფონი დაგჭირდება, რათა არცერთი საახალწლო კურიოზი, მიმი თუ გარებიძაშვილი არ გამოგრჩეს.

3. სამზარეულოს ფეხადგმული ნივთები

ფოტო: Tenor

არეული სახლისა არ იყოს, 31 დეკემბერს აღმოაჩენ, რომ სამზარეულოს ტექნიკამ, აი, ასე ფეხი აიდგა და გაქრა. დაკარგული ნივთები განსაკუთრებით მაშინაა პრობლემური, როცა დრო ცოტაა, საქმე კი ბევრი. მიქსერის არყოფნაში კრემი ვარდება, ხორცსაკეპი მანქანის ძებნაში კი კოტლეტის რეცეპტიც გავიწყდება.

4. "გამყიდველმა მომატყუა"

ფოტო: Teno

ის-ის არის, ხორცსაკეპი მანქანა იპოვე, რომ ამჩნევ, თურმე გამყიდველს წონაში მოუტყუებიხარ. ან, არც მოუტყუებიხარ, უბრალოდ, შენი არ იყოს, ისიც წინასაახალწლო ქაოსშია და საქმეებს ვერ აუდის. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ყველაფერი შენ გეჩვენებოდეს — თუკი სამზარეულოს სასწორი გაქვს, ეჭვის გაქარწყლებას ან დადასტურებას მალევე შეძლებ.

5. ოლივიეთი გამოტენილი მაცივარი

ფოტო: Tenor

კრემი კი მოამზადე, მაგრამ ცომს ხომ უნდა მოსვენება? აღებ მაცივრის კარს და, როგორც ჩანს, ყველა ადგილი დაკავებულია. თაროებზე უკვე ისვენებს კარგა ხნის წინ მომზადებული ოლივიე და მსურველს (თუ ასეთი ვინმეა!) მშვიდად ელოდება. ამ დროს მხოლოდ ორ რამეში ხარ დარწმუნებული; ერთი, რომ მომდევნო ორ კვირაში ოლივიე შეგძულდება და მეორე — რომ სჯობდა, ცოტათი უფრო დიდი მაცივარი გქონოდა.

6. დამწვრის სუნი

ფოტო: Tenor

თუკი ახალი წლის დასახასიათებლად არომატია საჭირო, ეჭვგარეშეა, რომ ეს დამწვრის სუნია. ხან ხაჭაპური იწვის ღუმელში, ხანაც ტაფაზე გოზინაყისთვის დაყრილი ნიგოზს ასდის ბოლი. არადა, ყველაფერი გათვლილი გქონდა — დროც, ტემპერატურაც... ან იქნებ ტემპერატურა არა? როცა საქმე საახალწლო სუფრის მომზადებას ეხება, გამქრალი ნივთებისა არ იყოს, სამზარეულოს ტექნიკას ასე გულუბრყვილოდ ვერ ენდობი. დარწმუნებული უნდა იყო, რომ ღუმელი და გაზქურა არ დაგაღალატებენ და აუარება კერძის სამზადისში მარტოს არ დაგტოვებენ.

7. ახლობლებთან დარეკვა სამი საათით ადრე

ფოტო: Tenor

თუკი პურის რიგში ახლობლებთან დარეკვას მიმებზე ხითხითი ამჯობინე, დარწმუნებული იყავი, რომ საღამოს უზარმაზარი სიის ჩამოწერა და ყველასთან სათითაოდ დარეკვა მოგიწევს. ამისთვის, როგორც მინიმუმ, სამი საათით ადრე უნდა დაიჭირო თადარიგი. მართალია, თანამედროვე მობილური კავშირებისა და სმარტფონების წყალობით საახალწლო მილოცვებისას ხარვეზები დიდი ხანია, მოგვარდა, მაგრამ ჩვევა მაინც რჯულზე უმტკიცესია და შენც ასე მტკიცედ გწამს, რომ "მერე ხაზები გადაიტვირთება".

8. განსხვავებული სასმისები

ფოტო: Tenor

რა არის ახალი წელი განსხვავებული სასმისების გარეშე?! ან, როგორ შეიძლება, ძველი წელი ჩვეულებრივი ჭიქით გააცილო?! ახლომახლო აუცილებლად უნდა გეგულებოდეს ყავის მადუღარა, ჩაიდანი ან წვენსაწური, რომლითაც ახალი წლის შემობრძანებას სათანადოდ დალოცავ.

9. დასვრილი სუფრა და დასვრილი სამოსი

ფოტო: Tenor

ისე, სიმართლე ითქვას, განსხვავებული სასმისების მოთხოვნა არცთუ იშვიათად სრულდება კრახით. კრახი კი ისაა, რომ სუფრის ძვირიანი გადასაფარებელი, რომელიც საგანგებოდ გააპიწკინე ამ დღისთვის, ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდეა მოსვრილი ღვინით, მაიონეზით, თაფლით და რით აღარ! ამიტომ, იქნებ, განსხვავებული სასმისების მომარაგებას ახალი სარეცხი მანქანა სჯობდეს? რას იზამ, პრიორიტეტები შენი გადასანაწილებელია.

10. სფინქსის ღიმილი არასასურველი საჩუქრების მიღებისას

ფოტო: Tenor

რა თქმა უნდა, ახალი წელი არ არსებობს საჩუქრების გარეშე, მაგრამ, მოდი, ვაღიაროთ, რომ არცთუ ხშირად ვრჩებით კმაყოფილები ნაჩუქარით. კარგა ხანია, აღარავინ გვთხოვს, თოვლის ბაბუისთვის სასურველი საჩუქრების სია ჩამოვწეროთ და ნაძვის ხესთან დავტოვოთ. თუმცა, გახსოვდეს, რომ "ვიშლისტის" შედგენა ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, რითიც ახლობლებს ცოტათი მაინც გაუმარტივებ იმ თავსატეხს, თუ რა გაჩუქონ საახალწლოდ. შენც კმაყოფილი დარჩები და ისინიც ბედნიერები იქნებიან შენი გახარებით.

საჩუქრებს სხვებისთვის, ცხადია, შენც არჩევ, ამიტომ, მნიშვნელოვანია, იცოდე, სად შეძლებ შესაფერისი სიურპრიზების შეძენას. ერთი იცოდე, რომ ალტაში ახალი წლის ტექნიკით გა(და)ტარებაში ნამდვილად დაგეხმარებიან. აქ ადვილად შეძლებ, საჩუქრების შეძენას და საახალწლო სამზადისისთვის აუცილებელი ტექნიკის მომარაგებასაც. ამის შემდეგ, დარწმუნებული იყავი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ოდნავ მაინც შეგიმსუბუქდება და ახალი წელი ჭეშმარიტად იქცევა წლის ყველაზე ჯადოსნურ დროდ.