ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ზუგდიდში ხმების 100%-ია დათვლილი და მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ანზორ მელია და ქართული ოცნების კანდიდატი მამუკა წოწერია გადავიდნენ. შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ანზორ მელია — 46,88% ;
  • მამუკა წოწერია — 41,15%.

ხმების 100%-ის დათვლა საბოლოო შედეგებს არ ნიშნავს, რადგან დარღვევების გამო შეტანილ საჩივრებს, შესაძლოა, ზოგიერთი უბნის მონაცემების გაბათილება ან შეცვლა მოჰყვეს, რაც აისახება გამოქვეყნებულ მონაცემებზე. საბოლოო შედეგებს ცესკო საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

მეორე ტური კიდევ 19 ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში გაიმართება. კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტური პირველი ტურიდან 4 კვირაში, ანუ 30 ოქტომბერს გაიმართება.