დათვლილია უბნების 100%: რა შედეგები აქვთ პარტიებს თბილისში
ცესკოს ინფორმაციით, თბილისში 769 უბნიდან ყველა დათვალეს. ამ დროის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 40,3% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას 27,97%, გახარიას პარტიას კი 8,85%.
უფრო კონკრეტულად, არსებული მონაცემებით, პარტიების შედეგები ასე გადანაწილდა:
- მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელი — 1,01%;
- ევროპული საქართველო — 1,18%;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 27,97%;
- ევროპელი დემოკრატები — 0,16%;
- ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები — 2,45%;
- პატრიოტთა ალიანსი — 1,65%
- ლელო — 3,63%;
- ლეიბორისტული პარტია — 1,32%;
- საქართველო — 0,16%;
- გოგი წულაია — ახალი ქრისტიან-დემოკრატები — 0,08%;
- რეფორმერი — 0,07%
- ჯონდი ბაღათურია — ქართული დასი — 0,1%;
- ევროპელი სოციალისტები — 0,05%;
- საქართველოს განვითარების პარტია — 0,03%
- სოციალ-დემოკრატიული პარტია — 0,04%
- გიორგი გახარია საქართველოსთვის — 8,85%;
- თავისუფალი არჩევანი — ახალი ალტერნატივა — 0,05%;
- მამუკა ტუსკაძე — სოციალური სამართლიანობისთვის — 0,06%;
- მშრომელთა სოციალისტური პარტია — 0,06%;
- ერი — მირიან მირიანაშვილი — 0,12%;
- დროა — 2,15%;
- მემარცხენე ალიანსი — 0,03%
- ტრიბუნა — 0,33%;
- გირჩი — 1,62%;
- თავისუფალი საქართველო — 0,27%
- ქართული ოცნება — 40,3;
- მესამე გზა — 0,05%;
- სახალხო პარტია — 0,21%;
- გირჩი — მეტი თავისუფლება — 3,3%;
- ანა დოლიძე — ხალხისთვის — 2,57%;
- გაჩეჩილაძე — მწვანეთა პარტია — 0,12%.
ხმების 100%-ის დათვლა საბოლოო შედეგებს არ ნიშნავს, რადგან დარღვევების გამო შეტანილ საჩივრებს, შესაძლოა, ზოგიერთი უბნის მონაცემების გაბათილება ან შეცვლა მოჰყვეს, რაც აისახება გამოქვეყნებულ მონაცემებზე. საბოლოო შედეგებს ცესკო საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.
საკრებულოს მაჟორიტარ წევრად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში 40%-ზე მეტს აიღებს. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, თბილისის საკრებულოში მანდატები ნაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში აიღებენ მინიმუმ 2,5%, რეგიონების შემთხვევაში ბარიერი 3%-ია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, რამდენიმე ქალაქში მეორე ტური იქნება. ხმების ნაწილი უკვე დათვლილია და გარკვეულ ადგილებზე ოპოზიციური პარტიების კანდიდატები ლიდერობენ. გარდა ამისა, რამდენიმე თვითმართველ თემში უბნების 100% დათვალეს. ყველა ასეთ თემში დიდი სხვაობით ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ.
ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაგვიანებით დაიწყო. თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ სურდათ, წინასწარ მონაცემებს აესახა "მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა, რისი შესაძლებლობაც ამ დრომდე ბოლომდე არ იყო".
"მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურდა, რომ წინასწარის წინა მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატიული და ველოდებოდით შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფდა ამ პროპორციების დაცვას. [...] აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდეთ მაქსიმალურად ყველა საარჩევნო ოლქიდან გარკვეული რაოდენობის შემაჯამებელი ოქმების შემოსვლას, ზუსტად იმიტომ, რომ შესაბამისი პროპორციების თანაბრად დაცულობის უზრუნველყოფა შესაძლებელი ყოფილიყო, რომელიც საზოგადოებას, განსაკუთრებით საერთო პროპორციულ ნაწილში გარკვეული სურათის და აღქმის შესაძლებლობას მისცემდა", — განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.
- არჩევნების პირველადი შედეგების ნახვა შეგიძლიათ აქ.
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
კომენტარები