ლეიბორისტული პარტიის ცნობით, მარნეულში ქართული ოცნების კოორდინატორმა მათი დამკვირვებელი დაჭრა. შემთხვევა მარნეულის სოფელ დაშთაფაში მოხდა. პარტიის წევრი, მამუკა ჯუღელი On.ge-სთან ამბობს, რომ ამ დროისთვის დაშავებული საავადმოყოფოშია გადაყვანილი. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით პარტიას არ აქვს.

ადგილზე უკვე მივიდა პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ამ საკითხს არკვევენ და ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

დაშთაფაში იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიღებისთანავე მივაწვდით.

დაჭრა მარნეულში

დაჭრა მარნეულში

ფოტო: ბექა შუკაკიძე

დაჭრა მარნეულში

დაჭრა მარნეულში

ფოტო: ბექა შუკაკიძე