ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ მარნეულში, 56-ე საარჩევნო უბნიდან გატანილი დახეული ბიულეტინები საპირფარეშოში იპოვეს, რომლებზეც 5-იანი იყო შემოხაზული.

"ეს არის კანონდარღვევა და ვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას", — აღნიშნა კორძაიამ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნულის დადასტურების მიზნით ფოტომასალაც გაავრცელა.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.