ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ითხოვს დედოფლისწყაროში პირველი საარჩევნო უბნის ბათილობას და თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას.

"დედოფლისწყაროში პირველ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი არ იყო დალუქული და 100-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა ხმა მიცემული. ჩვენმა წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს. ვითხოვთ უბნის ბათილობას და უბნის საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას", — ამბობს კორძაია.

On.ge ამ თემასთან დაკავშირებით კითხვას ცესკოს მორიგ პრესკონფერენციაზე დასვამს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.