საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს ჯეოკრაფტი.

პარტნიორებს შორის წილობრივი გადანაწილება შემდეგია:

  • სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი – 10%;
  • შპს ჯეოკრაფტი – 90%.

ფონდის ცნობით, პროექტის განვითარების პირველი ფაზა მოიცავს იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქარის ელექტროსადგურის სრულ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებას. საპროექტო დადგმული სიმძლავრე – 150 მეგავატი იქნება.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და შპს ჯეოკრაფტის მიერ დაარსებული საერთო საწარმო შპს ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური მიმართავს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად წარსადგენი კვლევების მომზადების მიზნით.