პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ხმის მისაცემად უბნის შიგნით ქართული ოცნების სიმბოლიკიანი პირბადით იმყოფებოდა, რომელზეც ეწერა 41. ამ საკითხთან დაკავშირებით, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა ბრიფინგზე, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობის პირველად მიგნებებზე საუბრობდა.

"საარჩევნო უბნის შიგნით კამპანია არის აკრძალული, ჩვენ ვიცით, ამიტომ, ნამდვილად არ არის კარგი, როცა კანდიდატები ასე მიდიან და ეს ნიშნავს, რომ არის აგიტაცია. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას, არ გამოიყენონ თავიანთი სიმბოლიკა, როცა შედიან უბნებზე. როგორც იცით, აგიტაცია აკრძალულია და არ შეიძლება რომ ეს ტენდენცია ვნახოთ. საწუხაროდ, ვფიქრობთ, რომ ეს ფაქტი აგიტაციაა და იმედია ასე არ გაგრძელდება", — განაცხადა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.