Mymarket-ზე სახლიდან გაუსვლელად, შეგიძლია შეცვალო ძველი ტექნიკა ახლით და დაზოგო თანხა. მიუხედავად იმისა, ჩვენი ტექნიკა გამართულად მუშაობს თუ არა, სმარტფონი და სხვა ნივთები დროთა განმავლობაში ძველდება, მარტივად რომ ვთქვათ ისინი გვბეზრდება და ძველის ახლით შეცვლის სურვილი გვიჩნდება. Trade in მთელ მსოფლიოში პოპულარული სერვისია და ის ერთ-ერთი პირველი არჩევანია, მაშინ როდესაც ძველი ნივთის ახლით შეცვლა გინდა. თუმცა, Mymarke კიდევ უფრო ამარტივებს ამ სერვისს და გთავაზობს სრულად დისტანციურ Trade in-ს.

იმისთვის, რომ ონლაინ ისარგებლო სერვისით ატვირთე Mymarket-ზე ძველი ნივთის შესახებ ინფორმაცია, შეაფასე და მიიღე თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე. Trade in-ის მეშვეობით, შეგიძლია შეცვალო სმარტ საათი, მობილური ტელეფონი და პლანშეტი ან iPad. აირჩიე ძველი ნივთის შესაბამისი კატეგორია, მიუთითე ტექნიკის მახასიათებლები და მარტივი პროცედურის შემდეგ წინასწარ დაინახავ სავარაუდო შეფასებას (ზუსტი თანხა გეცოდინება ფიზიკური შეფასების შემდეგ). ასევე, მიუთითე სად ჩაირიცხოს თანხა და ნივთის ადგილმდებარეობა.

Mymarket ყოველთვის ზრუნავს, გაამარტივოს შენთვის ონლაინ სერვისები, რათა ყოველთვის მარტივად ნახო საშენო. თუ მოგბეზრდა ძველი მობილური ტელეფონი, პლანშეტი ან iPad თუ სმარტ საათი, შეგიძლია ის მარტივად შეცვალო ახლით. ახალი iPhone თუ გამოვიდა და შენმა დაკარგა აქტუალურობა, არც ეგ არის პრობლემა. ძველ პლანეშეტს ეკრანი გაებზარა და შეკეთების იმედით სად შეინახე ძლივს იხსენებ? გაიხსენე, ჩააბარე და მიიღე სრულიად ახალი. Trade in ყველასთვის არის, ვისაც ძველი ნივთი აქვს და ნებისმიერი მიზეზით სურს გაცვლა. ხოლო, სულ მალე შესაცვლელი ნივთების სია კიდევ უფრო გაფართოვდება და შეძლებ უფრო მეტი სახის პროდუქტი გაცვალო Mymarket-ზე სახლიდან გაუსვლელად.