ეს ნინიას ბაღია, თუ ქვეყანაა მართლა ბოლო-ბოლო — ანა დოლიძე
პარტია ხალხისთვის ლიდერის ანა დოლიძის აზრით, ქვეყანა "ნინიას ბაღს" დაემსგავსა. ის სვამს კითხვას, აკონტროლებს თუ არა ვინმე ქვეყნის საზღვრებს იმის ფონზე, რომ მუხთარლი გაიტაცეს, ესებუა გაიქცა და სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოშია.
"ეს ნინიას ბაღია, თუ ქვეყანაა მართლა ბოლო-ბოლო. აფგან მუხთარლი გაქრა, თბილისის ცენტრიდან ადგა, გაქრა და მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოში; ბადრი ესებუა ადგა, გაქრა, აღმოჩნდა სადღაც; მიხეილ სააკაშვილი ადგა, იქიდან აქ აღმოჩნდა, და თურმე ახლა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვაწარმოოთ გამოძიება, სამი მილიონ ნახევარი ადამიანი უნდა დავკავდეთ ამ საქმით? სად ბრძანდება შინაგან საქმეთა მინისტრი, სუფთა პოლიტიკური ელფერის გარეშე, ხვდებით? [...] ვინმე აკონტროლებს თუ არა ამ ქვეყნის საზღვრებს, ეს კითხვები უნდა დავსვათ", — განაცხადა დოლიძემ ფორმულას ეთერში.
დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოშია. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა,
აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.
ამავე თემაზე:
- თუ შემოსულია, ჩამოშლილია ქართული ოცნება — ხოშტარია სააკაშვილის ჩამოსვლაზე
- პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას — ბოკუჩავა
- კლოუნადაა მორიგი, ეს არის თქვენი ვერსია, ვერ მიმტკიცებთ — მიქანაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე
- რა თქმა უნდა, სააკაშვილი საქართველოშია, საბრალო კობახიძე — დეკანოიძე
- თუ ასეა, ეს არის დადასტურება, რომ სახელმწიფო არ გვაქვს — ხაზარაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები