დეპუტატი და ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, კობა ნაყოფია ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. მისი თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილი ქვეყანაში ნამდვილად ჩამოვიდოდა.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი ამაში, პირველივე დღიდან. სანამ თქვენთან მოვდიოდი, მან უკვე დადო ვიდეო ბათუმიდან. ის ნამდვილად საქართველოშია, მინდა დაგიდასტუროთ და 3 ოქტომბერს, ალბათ, შემოურთდება საზეიმო შეკრებას, როდესაც 2 ოქტომბრის შედეგად, ქართველი ხალხი და საქართველო დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, ისინი წავლენ ხელისუფლებიდან და საქართველო დაადგება განვითარების გზას", — აცხადებს ნაყოფია.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოში იმყოფება. ამასთან, მან გაავრცელა ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მანამდე კი სააკაშვილმა 27 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო