ხოჯევანიშვილს, ისევე როგორც მე, ელექტრონულ ფაილებთან წვდომა არ ჰქონდა — გოგაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ უწყების ხელმძღვანელ პირებს ელექტრონულ ინფორმაციასთან წვდომა არ ჰქონდა. გოგაშვილი განმარტავს, რომ IT სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მათთან მხოლოდ მატერიალური სახით, ფურცელზე ამობეჭდილი მიდიოდა.
"არის სამუშაო კომპიუტერები, რომლებიც გარე ქსელთან არ არის დაკავშირებული. არის შიდა ქსელი, დაცული. ყველა მუშაობს თავის კომპიუტერთან [...] ამ კომპიუტერებთან, ელექტრონულ ფაილებთან ჰქონდა წვდომა მხოლოდ IT სამსახურს, რომელიც შიდა უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო ჩვენთან [უფროსის მოადგილეებთან] ... მე არ მინდა, რომ ხოჯევანიშვილის ადვოკატი გამოვიდე, მაგრამ, ისევე როგორც მე, მას არ ჰქონდა ელექტრონულ ინფორმაციასთან წვდომა [...]
დამუშავება ფაილების ელექტრონულად ხდება ინიციატორისგან, ვინც მოიპოვა ინფორმაცია. ნებისმიერ, ეს არის, დავუშვათ, ოპერატიული მიყურადებით თუ ა.შ. ხოლო შემდეგ ხდება ამობეჭდვა ინფორმაციის, გროვდება ეს ანალიტიკურში და ანალიტიკურიდან ამობეჭდილი ინფორმაცია შემოდის ხელმძღვანელობასთან. შემდეგ უკვე მიდის თათბირი და განხილვა ინფორმაციის და გადაწვეტილებების მიღება", — განაცხადა გოგაშვილმა TV პირველის ეთერში.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ გავრცელებული ფაილები უწყების მხოლოდ ერთი სამსახურიდან ვერ გამოჟონავდა, რადგან მასში სხვადასხვა სახის ინფორმაციაა თავმოყრილი. ის, ასევე, გამორიცხავს, რომ ფაილებს ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოეჟონა, სადაც, მისი თქმით, თავს იყრის სხვადასხვა სამსახურში მოპოვებული ინფორმაციები. ამის მიზეზად გოგაშვილი ასახელებს იმას, რომ ანალიტიკურ დეპარტამენტში მომუშავე ადამიანები მუდმივად იცვლებოდნენ, გავრცელებულ ფაილებში კი სხვადასხვა დროს მოპოვებული ინფორმაციებია. საბოლოოდ, გოგაშვილი ასკვნის, რომ ფაილებმა სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გამოჟონა.
"მე გამოვრიცხავ ანალიტიკურს, იმიტომ, რომ ანალიტიკურში ცვლილება ხდებოდა ხელმძღვანელობის და ერთი ადამიანი არ იჯდა იქ მუდმივად. ანუ, ეს ხომ ერთი წლის ცნობები არ იყო. ეს არის რამდენიმე წლის. 2013 წლიდან ვიდრე 2021 წლის მარტამდე. ამიტომ, როდესაც ჩემთვის ვფიქრობდი, საიდან შეიძლება ყოფილიყო გამოჟონილი, რაღაც დასკვნებამდე მივედი. ისევე, როგორც იქ მომუშავე ადამიანები, ვინც ერკვევიან სპეციფიკაში ამ საქმის, ყველა მიხვდებოდა ეს საიდან იქნებოდა [...]
ერთადერთი ცვლილება სადაც არ განხორციელდა, ეს იყო IT სამსახური. მე გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ, ერთს ვიტყვი, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ყველა კომპიუტერთან ჰქონდა წვდომა, რომელიც იყო IT სამსახურში და რომელიც იჯდა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში — ქვედა დონეზე არ მაქვს საუბარი, მაღალ დონეზე მაქვს საუბარი — მას შეეძლო, რომ ყველა კომპიუტერიდან გადმოექაჩა ეს ინფორმაცია. გადმოექაჩა არა მარტო ფაილები, არამედ მთელი კომპიუტერი, მთელი ვინჩესტერი გადმოეტანა და პირდაპირ ეკრანზე შეეხედა, იმიტომ, რომ ეს დაშვება მათ ჰქონდათ", — აცხადებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე.
სოსო გოგაშვილის თქმით, გავრცელებულ ფაილებში 2021 წლის მარტამდე მოპოვებული ინფორმაციებია. ის აცხადებს, რომ ზუსტად იცის, ვინ მუშაობდა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე მიმდინარე წლის მარტამდე და აქვს ეჭვი, რომ ფაილები სწორედ ამ ადამიანის გასაჯაროებულია. თუმცა, ყოფილი მაღალჩინოსანი ამ ადამიანის ვინაობას ამხელს.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.
დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.
მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.
ფაილების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ქართული ოცნების ლიდერებმა ხან პირდაპირ და ხან ირიბად ფაილების გავრცელებაში ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას ადანაშაულებდნენ. მათი პოზიცია ემყარებოდა არგუმენტს, რომ გახარიას პარტიის წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილეა. მან თანამდებობა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დატოვა.
თავად ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი არასდროს ყოფილა.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის მარტამდე მუშაობდა. რაც შეეხება გოგაშვილს, ის ამ პოსტს 2015-2018 წლებში იკავებდა.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
კომენტარები