ეს უკავშირდება ფორმულას და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული კამპანიის ნაწილია — გუმბარიძე კეზერაშვილის სარჩელზე
ტელეკომპანია ფორმულას დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადებით, ფორმულას დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მათ ტელევიზიას უკავშირდება და მედიის წინააღმდეგ არსებული კამპანიის ნაწილია.
"როგორც ჩანს, ეს ქმედებები უკვე რაღაც ფინალურ ფაზაში შედის. მე მინდა, გაგახსენოთ ყველას, რომ ორშაბათს ფორმულას ეთერში გავიდა Edison Research-ის კვლევები, სადაც დაინახა მაყურებელმა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა ფორმულაზე და მის დამფუძნებელზე. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია Edison Research-თან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები — დღეს ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი ან მოხდეს რაიმე სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში", — განაცხადა მან.
მან მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომ გაატარონ ყველანაირი პრევენციული ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს ზეწოლა ამ ეგზიტპოლის ჩამტარებელ კომპანიაზე. ამასთან, გუმბარიძის განცხადებით, ეგზიტპოლების გარდა, ეს ყველაფერი უკავშირდება არჩევნების შემდეგ სცენარების განხილვას. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მთავარ სამიზნეს "კრიტიკული მედიები და მათი გაჩუმება" წარმოადგენს. მან ასევე, აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და TV პირველის დირექტორის, ვატო წერეთლის მამის საქმეც.
"ჩვენ ვიცით, რომ გარდა ამ ქეისისა, ფაქტობრივად, ბოლოში არის გასული ნიკა გვარამიას ქეისი, დაჩქარებული ტემპებით ბოლო კვირაში მიმდინარეობდა ვატო წერეთლის მამის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები, რაც აჩენს ბუნებრივ ეჭვს, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის არ დადგება სასურველი შედეგი, ისინი განიხილავენ სცენარს იმისა, რომ ერთდროულად მოხდეს სამივე ამ კრიტიკული მედიის მაუწყებლობის შეფერხება ან გაჩერება და ამისთვის ისინი გამოიყენებენ ე.წ. სამართლებრივ ბერკეტებს. სინამდვილეში საქმე გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლება განიხილავს სცენარს იმისა, თუ როგორ შეიძლება წავიდეს ეს ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობისკენ, როგორ დაემშვიდობოს დემოკრატიას", — აღნიშნა გუმბარიძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამინისტროს განცხადებით, ისინი თავდაცვის უწყების მიმართ "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას ითხოვენ.
7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილ მინისტრის, დავით კეზერაშვილს პროკურატურა საწვრთნელ პროექტში 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, მას ბრალი ვერ დაუმტკიცდა ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები