კინოდოკუმენტალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ახალი შესაძლებლობები
23 მარტს 12:00 საათზე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს დარბაზში (ჭოველიძის ქ.10) გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: კინოდოკუმენტალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები.
Civil Pitch საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის, CineDoc Tbilisi-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, გაიცნონ ამა თუ იმ თემით დაინტერესებული რეჟისორები და პროდიუსერები მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივით.
რეჟისორებსა და პროდიუსერებს ხშირად სჭირდებათ ინსპირაცია ან კონკრეტული ისტორიები დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად, რისი უზრუნველყოფაც ამა თუ იმ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს შეუძლიათ, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებისთვის ეს საზოგადოებასთან დიალოგის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია. თანამშრომლობის შედეგად შეიძლება შეიქმნას დოკუმენტური ფილმები ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე და ა.შ
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეჟისორსა და პროდიუსერს, რომელსაც განხორციელებული აქვს სულ მცირე ერთი აუდიოვიზუალური პროექტი (მოკლე ან სრულმეტრაჟიანი ფილმი), ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ სოციალურ პრობლემატიკაზე მუშაობენ.
Civil Pitch-ის მასპინძელია ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, რომელიც საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს $3000 გადასცემს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი კი მხარს დაუჭერს თანამშრომლობის შედეგად შექმნილ ერთ პროექტს და $10 000 მოცულობის გრანტით დააფინანსებს.
დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალი Cinedoc-Tbilisi წელს უკვე მეხუთედ ჩატარდება. საერთაშორისო სტუმრებს, კინომოყვარულებსა და ყველა, ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს 11 - 16 მაისის განმავლობაში საინტერესო კინოჩვენებები და სხვადასხვა აქტივობა ელით.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ CinéDOC-Tbilisi-ის ვებგვერდს.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები