ყოფით სიტუაციებში, იქნება ეს სამსახურში, ოჯახში, მეგობრებთან ან უბრალოდ ნაცნობებთან გამართული საუბრები, თუნდაც სულ ოდნავ დაკვირვებულ ყურსა და თვალს თითქმის ყოველთვის შეუძლია, მარტივად ამოიცნოს ის სოციალური განწყობები, რომლებიც ამა თუ იმ საკითხზე ადამიანების დიდი ნაწილის ლამის "ურყევ ჭეშმარიტებად" ქცეულ სტერეოტიპულ შეხედულებებს ააშკარავებს.

ასე მაგალითად, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მოვიწონოთ თავი, რომ "გვყავდა თამარ მეფე", "ქართლის დედის ძეგლი გვიდგას" და "სუფრაზე დედის სადღეგრძელოებს ვსვამთ", რაც თითქოს ქართულ პრაქტიკაში ქალების მიმართ უთანასწორო მოპყრობის შემთხვევებს გამორიცხავს, თუმცა რეალობა დაცლილია ხოლმე მსგავსი პათოსისგან და თუ სიმართლისთვის თვალის გასასწორებლად მზად ვართ, კონკრეტული ადამიანების გამოცდილების გაზიარებაც კი დაგვეხმარება, დავინახოთ, თუ როგორ გრძელდება საუკუნოვანი მავნე პატრიარქალური ტრადიცია და დღესაც კი როგორ აზიანებს უთანასწორო, უსამართლო და მჩაგვრელი გარემო ქალებს.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ მასშტაბური პრობლემის სერიოზულობის აღსაქმელად იუმორიც კი შეიძლება დაგვეხმაროს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ფეისბუქგვერდი, სახელწოდებით კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი, რომელიც განზრახ ცვლის გენდერულ როლებს მოარულ სექსისტურ გამონათქვამებში.

ერთი შეხედვით, ამ ფრაზებისთვის თვალის შევლება სახალისოა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალების სრულ უმრავლესობას ლამის მთელი სიცოცხლის განმავლობაში რეალურად უწევს მსგავს დამოკიდებულებებთან გამკლავება.

1. ცოლი რომ სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდება, შენი პრობლემები დამატებით თავს არ უნდა მოახვიო. პირიქით, უნდა დაამშვიდო და მოადუნო ის

ფოტო: კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი / Facebook

2. მამა-კაცი!

ფოტო: კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი / Facebook

3. რადგან ისინი არაამქვეყნიური ქმნილებები არიან

ფოტო: კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი / Facebook

4. კაცი კარის საკეტია, რომელიც ყველა გასაღებს არ უნდა მოერგოს!

ფოტო: კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი / Facebook

5. ბევრი ლაპარაკი რა საჭიროა, კაცს მორცხვი დუმილი შვენის

ფოტო: კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი / Facebook

6. და რა ეცვა იმ კაცს, როცა მასზე იძალადეს?

ფოტო: კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი / Facebook

7. არც განათლება სჭირდება, მთავარია, სახლის საქმეები იცოდეს

ფოტო: კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი / Facebook

8. ამიტომაც ქმარი აუცილებლად კარგი მზარეული უნდა იყოს

ფოტო: კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი / Facebook

9. მის სადღეგრძელოს რომ დალევენ, მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიდეს სამზარეულოდან ფქვილიანი ხელებით

10. ოჯახში მთავარი ვინცაა

ფოტო: კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი / Facebook

11. ის, რაც ყველა კაცის სანუკვარი ოცნებაა

ფოტო: კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი / Facebook

12. თუმცა ამ ოცნებას გაფრთხილება სჭირდება

ფოტო: კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი / Facebook