დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 266, ხოლო გარდაიცვალა 29 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 047 კვლევა ტესტით, მათ შორის, 20 685 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 362 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,84%, ბოლო 14 დღის — 6,04% ხოლო 7 დღის — 5,65%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 613 012-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 585 071-მდე, ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 946 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 18 969, საიდანაც 4 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 045, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 260.

734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 14 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამასთან, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 52 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 15 583.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: