ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას საქართველოში დიდი ეფექტი მოჰყვება. ამის შესახებ მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება. არ მგონია, რომ ეს ძირითადად პოზიტიური იყოს, რადგან ამ არჩევნებს ძირითადად სტაბილურობა სჭირდება. რაც შეეხება მოსმენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ამას, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება პარტნიორულ ურთიერთობებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს ნდობას ეხება და ნდობა დარღვეულია", — განაცხადა მან. [ფორმულას თარგმანი].

27 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს ჩამოფრინდება. ბილეთის მიხედვით, ის საქართვლოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა. გუშინ, 28 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სააკაშვილთან საუბარი და მისი სიტყვები გაიხსენა — "აქვს ნათქვამი, მირჩევნია ციხეში ვიჯდე, არ მინდა აქ ყოფნაო".

გაიგე მეტი: