დიდი გამარჯვება — 13-წლიანი ბრძოლის შემდეგ სასამართლომ ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობისგან გაათავისუფლა
29 სექტემბერი ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსისა და მისი ფანებისთვის ნამდვილად ისტორიულ თარიღად იქცევა. 13-წლიანი ბრძოლის შემდეგ ბრიტნიმ საბოლოო გამარჯვებას მიაღწია — ლოს-ანჯელესის უზენაესმა სასამართლომ მომღერლის მამას, ჯეიმი სპირსს, მეურვეობა ჩამოართვა.
მოსამართლე ბრენდა პენის გადაწყვეტილებით, მეურვის პოზიციას დროებით, 31 დეკემბრამდე, ბრიტნისა და მისი ადვოკატის მიერ შერჩეული პირი, ჯონ ზეიბელი, დაიკავებს.
"ამჟამინდელი სიტუაცია გაუმართლებელია", — განაცხადა პენიმ ორივე მხარის არგუმენტების მოსმენის შემდეგ, — "ეს ტოქსიკურ გარემოზე მეტყველებს, რაც ჯეიმი სპირსის მეურვეობისგან ჩამოშორებას მოითხოვს".
სასამართლო მოსმენას ბრიტნი არ ესწრებოდა, თუმცა, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მეთიუ როუზენგარტი იყო. მან ჯეიმის მეურვეობის სრულად შეწყვეტა 30-დან 45 დღის ვადაში მოითხოვა და განაცხადა, რომ ბრიტნის კეთილდღეობისთვის ასეა საჭირო.
"მეურვეობა შეიძლება და უნდა დასრულდეს დაუყოვნებლივ, უკეთესი იქნება, თუკი ეს ამ შემოდგომაზევე მოხდება".
ადვოკატმა დასძინა, რომ ჯეიმი "სასტიკი, ტოქსიკური და მოძალადე კაცია", თავის კლიენტს კი სურს, მისგან "დღესვე" გათავისუფლდეს.
"ბრიტნი იმსახურებს, ხვალ მამის მეურვეობისგან თავისუფალმა გაიღვიძოს", — აღნიშნავს როუზენგარტი, — "ეს არის ის, რაც ჩემს კლიენტს უნდა და სჭირდება. ეს არის ის, რასაც იგი იმსახურებს".
ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ჯეიმი "წარმოუდგენელ" რაღაცებს სჩადიოდა. მისი თქმით, ბრიტნის ფულით მამამისმა დაცვა დაიქირავა, მომღერლის საძინებელში კი მოსასმენი აპარატი დაამონტაჟა.
ბრიტნი სპირსი თავისუფლების მოსაპოვებლად უკვე წლებია, იბრძვის. 2008 წლის შემდეგ მომღერლის მეურვე მამამისი გახდა, რომელიც 13 წლის განმავლობაში ბრიტნის პირად ცხოვრებას, კარიერასა და ფინანსებს განკარგავდა. ბოლო წლებში მომღერლის ფანებმა მოძრაობა #FreeBritney ("თავისუფლება ბრიტნის") შექმნეს და აცხადებდნენ, რომ ბრიტნი მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო, მისი თავისუფლება კი უსაფუძვლოდ შეზღუდეს.
სასამართლოს ერთ-ერთ მოსმენაზე მომღერალმა ეს მოსაზრებები დაადასტურა: მაგალითად, მისი თქმით, თურმე უკრძალავდნენ შვილის გაჩენას, წამლებით აბრუებდნენ და მამამისი სასამართლოს მიერ მინიჭებული მეურვის უფლებებს ბოროტად იყენებდა.
"ეს მეურვეობა ძალადობრივია. ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა", — განაცხადა მაშინ ბრიტნიმ.
2021 კი ბრიტნისთვის ყველაზე რთული, თუმცა, გამარჯვებებით აღსავსე წელი გახდა. ჯერ დოკუმენტური ფილმი, Framing Britney Spears, გამოვიდა, რომელსაც ცნობილი ადამიანებისა და ფანებისგან დიდი მხარდაჭერის მიღება მოჰყვა. ამის შემდეგ მომღერალს გამარჯვების იმედი მიეცა.
იმედი კი ყოველ ჯერზე იზრდებოდა. აპრილის თვეში ბრიტნიმ სასამართლოს მოსმენაზე სიტყვით გამოსვლის უფლება მოიპოვა, ივნისში ღიად ისაუბრა მეურვეობისგან მიყენებულ ტრავმაზე, ივლისში კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობაც მიიღო.
მას მერე მეურვეობისგან გათავისუფლების პროცესი დაჩქარდა. ჯეიმი სპირსი ჯერ შვილის მეურვეობას ჩამოშორებას დათანხმდა, მოგვიანებით კი სასამართლოს თავად სთხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელი პოპვარსკვლავი დაინიშნა, 39 წლის ასაკში კი პირველად შეძლო, iPad ეყიდა.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები