არალეგალური ცხოვრებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდის გამო საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მოქალაქეეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე დისკუსიები კვლავ წამოიჭრა. EUobserver-ის თანახმად, 27 სექტემბრით დათარიღებულ შიდა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში ბოლო დროს უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობის მზარდი ტენდენციით სულ უფრო მეტად არიან იმედგაცრუებულნი.

მედია, ასევე, წერს, რომ 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში თავშესაფრის მიღებაზე საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან შემოსული მიმართვები ბოლო სამ თვეში 50%-ით გაიზარდა.

ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიმართ 2009 წლის დეკემბერში გააუქმა, ალბანეთსა და ბოსნიას — 2010 წელს. 2014 წელს ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა მოლდოვასთვის დააწესა, 2017 წელს კი უვიზო რეჟიმი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა.