თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები ექსპონენტურად ვითარდება და დაგროვებული მონაცემების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ადამიანებს გვიჭირს ამ ტემპის წარმოდგენა და მითუმეტეს გვირთულდება, მონაცემების მასშტაბის აღქმა.

იცოდით, რომ თქვენი კომპიუტერი ყოველ 18 თვეში აორმაგებს ინფორმაციის დამუშავების სიმძლავრეებს, ანუ ორჯერ მეტი ინფორმაციის დამუშავება შეუძლია? ის თუ იცოდით, რომ ყოველ ცხრა თვეში ორმაგდება ერთი ოპტიკური ბოჭკოთი გადაცემული ინფორმაციის მოცულობა? რას იტყვით იმაზე, რომ ყოველ ცამეტ თვეში ორმაგდება ჰარდ დრაივის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე შენახული მონაცემების რაოდენობა?

როგორც ამბობენ, მონაცემები ახალი ნავთობია, მისი დამუშავებით მიღებული ინფორმაცია კი — განსაკუთრებულად ღირებული. Business Intelligence (BI) არის ის, რაც დაგეხმარებათ გაიგოთ ამბები, რომელსაც თქვენი მონაცემები გიყვებათ. ის აერთიანებს სტრატეგიებს და ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა ანალიზისთვის. ამ სტატიაში სწორედ ერთ-ერთ BI ვიზუალიზაციის ინსტრუმენტზე, Microsoft Power BI-ზე ვისაუბრებთ.

Power BI არის ბრწყინვალე დამატება Microsoft-ის ოჯახში. ალბათ, წაგიკითხავთ სტატიები და ბლოგები რამდენად განსხვავებულია Power BI პოპულარულ MS Excel-თან შედარებით — მაგრამ, მაინც რამდენად განსხვავებულია ის?

  • Power BI-ის შეუძლია გაუმკლავდეს უზარმაზარი რაოდენობის ნედლ მონაცემებს (Raw Data) და ასევე, მონაცემთა მრავალრიცხოვან ცხრილებს. ამ ანალიტიკურ ინსტრუმენტს უნარი აქვს შეტვირთოს და დაამუშაოს უზარმაზარი მოცულობის (რამდენიმე ასეულ GB-მდე) მონაცემი ერთ .PBIX ფაილში. ამასთან ერთად, შეგიძლიათ მონაცემების მორგება და ფორმირება თქვენი საჭიროებების შესაბამისად.
  • მდიდარი, ინტერაქციული ვიზუალიზაცია, ფილტრებისა და იერარქიული ანალიზის დახმარებით, Power BI-ში გაწვდით ინფორმაციას სრული ხედვით. რეპორტში დამატებით დაზუსტებების ან კითხვების გაჩენის შემთხვევაში, კითხვა-პასუხის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ პასუხები ჩვეულებრივი ფრაზებისა და ბუნებრივი ენის გამოყენებით, კოდის ნაცვლად.
  • პროგნოზირების ფუნქცია იყენებს ჩაშენებულ მოდელებს, რათა ავტომატურად აღმოაჩინოს სიტუაციის შესაძლო განვითარების სცენარი (სხვადასხვა დროით ჭრილში) და გააკეთოს პროგნოზები ან შეფასებები შესაძლო მომავლის შესახებ. Power BI უყურებს თქვენს მონაცემებს და ირჩევს საუკეთესო ალგორითმს პროგნოზის გასაშვებად. ეს პროგნოზირების ინსტრუმენტი მის მომხმარებლებს გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენს მონაცემებზე გამოიყენოთ როგორც მანქანური სწავლება (ML), ასევე ხელოვნური ინტელექტი (AI).
  • რეპორტების შექმნის შემდეგ, დრო მოვიდა მათი გაზიარების. MS Excel-ში ეს გულისხმობს ელ. ფოსტის გაგზავნას მძიმე ფაილით ან/და საზიარო დრაივზე ან SharePoint-ის პლატფორმაზე მის ატვირთვასა და ყოველ ჯერზე შეტყობინებების გაგზავნას განახლებების შესახებ. Power BI-ში მონაცემების გაზიარება შესაძლებელია თქვენი რეპორტების უშუალოდ Power BI-ის სერვისზე გამოქვეყნებით, Cloud-ზე დაფუძნებული სერვისით, რომელსაც მასპინძლობს Microsoft და ავტომატიზირებს მონაცემების პერიოდულ განახლებას. შედეგად, ყველა დაინტერესებული პირი, ვისაც ექნება ერთჯერადად გაზიარებული თქვენს მიერ მომზადებული რეპორტი, შეძლებს ნებისმიერ მომენტში განახლებული შედეგების ყურებას.
  • როდესაც ვსაუბრობთ User Experience (UX)-ზე, ამ მიმართულებით ექსელი მაინცდამაინც მოსახერხებელი არ არის. განსაკუთრებით, თუ ეს ეხება მობილურით ინფორმაციის მიღებას.
    IOS, Android და Windows-ის ძლიერი Power BI-ის მობილური აპლიკაციით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გქონდეთ წვდომა საინფორმაციო დაფებზე და ანგარიშებზე. მეტიც, შეგიძლიათ მობილურზე შეტყობინების სახით მიიღოთ ინფორმაცია ნებისმიერ ინდიკატორთან დაკავშირებით.

ეს ის მცირე ჩამონათვალია, რითაც Power BI გამოირჩევა. თუ დიდი მოცულობის მონაცემებთან გაქვთ შეხება და გჭირდებათ მათი ეფექტური დამუშავება და ვიზუალიზაცია BDO Academy გთავაზობთ კურსს: მონაცემთა ვიზუალიზაცია, რომლის მიზანია მსმენელებმა შეძლონ Power BI-ის, როგორც მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე საშუალების, ეფექტურად გამოყენება ყოველდღიური სამუშაოს შესრულების დროს.