YouTube-მა რუსეთის სახელმწიფო მაუწყებლის Russia Today-ს გერმანულენოვანი არხები წაშალა და მიზეზად Covid-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება დაასახელა. YouTube-ის პრესსპიკერის თანახმად, RT სამომხმარებლო წესდებას არღვევდა და ისეთ ვიდეომასალას აქვეყნებდა, რომელიც ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ ცრუ ინფორმაციას შეიცავდა.

გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაგმო და მას უპრეცედენტო საინფორმაციო აგრესია და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უწოდა.