ორშაბათს, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი გახდა მესამე ადამიანი, რომლის ქონებამაც 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებეს. ამასთანავე, მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანიც გახდა, მან გადაასწრო ჯეფ ბეზოსსა და ბერნარდ არნოს.

ამ ყველაფრის საპასუხოდ, მასკმა ბეზოსის დაცინვა გადაწყვიტა და Forbes-ს საპასუხოდ ასეთი მეილი გაუგზავნა.

"მე ვუგზავნი გიგანტური 2-იანის ქანდაკებასა და ვერცხლის მედალს ჯეფ ბეზოსს"

ბეზოსი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც 200 მილიარდიან ნიშნულს მიაღწია, ეს გასული წლის აგვისტოში მოხდა. მას მიყჰვა ბერნარდ არნო, ფრანგული მდიდრული კონგლომერატი. ახლა კი ასეთი სამი ადამანი არსებობს და ყველაზე მდიდარი ილონ მასკია.