თიბისის მხარდაჭერით, თბილისში YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა
თბილისში, პროგრამის — "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა. პროექტი არქიმ 2015 წელს, გერმანელ პარტნიორთან — ქსელა ჯგუფთან, საპარტნიორო ფონდთან და თიბისისთან ერთად დაიწყო. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს ბიქეი კონსთრაქშენი შეუერთდა.
საწარმოს ჯამური ინვესტიცია 55 მილიონი ლარია. პროექტის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი კი თიბისია.
ქარხანაში წლიურად 30 მილიონი ლარის პროდუქციის შექმნა და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმო უახლოეს პერიოდში სრულად ჩაანაცვლებს YTONG-ის პროდუქციის იმპორტს და ექსპორტზეც გავა.
YTONG გერმანული ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის წარმოების ლიდერია. ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. მის ბლოკს უნიკალური ენერგოეფექტური თვისებები გამოარჩევს. სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, YTONG-ის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს, შესაბამისად, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას და კომუნალურ გადასახადებს დაახლოებით 35%-ით ამცირებს. ამასთან, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება და ხანძარგამძლეა.
"ხარისხიანი მშენებლობა არქის მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, უკვე 7 წელია არქის ყველა პროექტის მშენებლობა სწორედ YTONG-ის გერმანული ბლოკით მიმდინარეობს. დღემდე, ჩვენ ვახდენდით ამ ბლოკის იმპორტირებას საქართველოში იმისთვის, რომ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის საუკეთესო ხარისხი შეგვეთავაზებინა. 2015 წლიდან დავიწყეთ თბილისში YTONG-ის ქარხნის პროექტზე მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად და დღეს უკვე გავხსენით თბილისში გერმანული სტანდარტის YTONG-ის ქარხანა, რომლის პროდუქციაც უკვე ადგილობრივად, საქართველოში იქნება წარმოებული და ხელმისაწვდომი", — აცხადებს ილია წულაია, არქის დამფუძნებელი.
"აღნიშნული პროექტი ჩვენთვის 2 მნიშვნელოვან მიმართულებას - სამშენებლო მასალების იმპორტის ჩანაცვლებასა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებას აერთიანებს. მოხარულები ვართ, რომ თიბისის თანამონაწილეობით ქართულ ბაზარზე გერმანული სტანდარტი და ხარისხი შემოდის და ისეთი ინოვაციური პროდუქტი შეიქმნება, რომლის წარმოებასაც სრულად ქართული მასალები და საქართველოში მოპოვებული წიაღისეული მოხმარდება. თიბისისთვის პრიორიტეტულია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და დასაქმებას უწყობს ხელს", — აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები