დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილება მალე იქნება. გამყრელიძის თქმით, 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭო მისცემს.

"აქტიურად განიხილება და მალე იქნება გადაწყვეტილებები 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრასტან დაკავშირებით. ორი მიდგომაა: ერთი არის საყოველთაო, როცა 12-დან 15 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი იცრება და მეორე მიდგომა არის ე.წ. ბრიტანული, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები და ეს სია საკმაოდ გრძელია და ასევე, მშობლების სურვილით", — განაცხადა გამყრელიძემ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 28 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარდა 1 760 878 აცრა, დღიურად აცრილია 11 421 ადამიანი.