ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ექიმების აცრის მაჩვენებელი 75%-ზე მეტია. ის, ასევე, ამბობს, რომ შედარებით დაბალია ვაქცინაციის სტატისტიკა ექთნებსა და სანიტრებს შორის.

"ექიმების ვაქცინაციის მაჩვენებელი არის 75%-ზე მეტი. უფრო დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი ექთნებსა და სანიტრებს შორის. ოჯახის ექიმების მოტივაცია და ინტერესი, რომ თავად გაიკეთონ ვაქცინა და ასევე მოუწოდონ სოფლის მოსახლეობას და მათთან რეგისტრირებულ სხვა ბენეფიციარებს აიცრან, იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ საყურადღებოა ის 25% ექიმების, რომელიც თავადაც არ არის აცრილი რაღაც მიზეზის გამო. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში იმის მოლოდინი, რომ აქტიური პრომოცია მათ შეუძლიათ თავიანთ მოსახლეობასთან გასწიონ, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ შეკითხვები გვაქვს და აქაც იქნება დამატებითი მხარდამჭერი ზედამხედველობა ვაქცინაციის შეუფერხებელი ჩატარებისთვის", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ექიმების აუცრელ ნაწილთან მიმართებით იქნება "დამატებითი მხარდამჭერი ზედამხედველობა", რათა არ შეფერხდეს ვაქცინაციის პროცესი.

დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ

გაიგე მეტი: