ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსულ მიხეილ სააკაშვილს "არც გააუპატიურებენ, არც სცემენ, არც აწამებენ". ასე გამოეხმაურა ის ექსპრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კიევი-თბილისის ბილეთს, რომლის მიხედვითაც იგი საქართველოში 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ჩამოფრინდება.

"რაც შეიძლება ვთქვათ გარანტირებულად, სადიზმს, რომელსაც მისი ხელისუფლება აწარმოებდა ციხეებში, ნამდვილად ვერ შეხვდება. არც გააუპატიურებენ, არც სცემენ, არც აწამებენ — ეგ ფაქტია, თუ ჩამოვა", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის ბილეთი სოციალურ ქსელში 27 სექტემბერს გამოაქვეყნა. ბილეთის მიხედვით, ის საქართვლოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

გაიგე მეტი: