"მონა აღარ არის პრეზიდენტი?"— ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტების კითხვას ზურაბიშვილის განცხადებაზე, კოალიციური მმართველობის შესახებ.

"თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მონას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, ჩვენ რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ მხარს. ეს ერთი.

მეორე, ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული", — აცხადებს ქადაგიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ ჟურნალ JDD-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, ზურაბიშვილი დასძენს, რომ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას კოალიციური მთავრობა, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.

ამავე თემაზე: