"ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის" — ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობა აუცილებელია. კალაძის თქმით, ეს არც მისი, არამედ ქართველის ხალხის გადასაწყვეტია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ ჟურნალ JDD-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, ზურაბიშვილი დასძენს, რომ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას კოალიციური მთავრობა, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.